workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტას სურს, რომ ჩავიმ ჯერ ბარსა ბ ჩაიბაროს

ლაპორტას სურს, რომ ჩავიმ ჯერ ბარსა ბ ჩაიბაროს

რონალდ კუმანის დღეები “ბარსელონაში” დათვლილია და კლუბი უკვე მის შემცვლელს ეძებს. გავრცელებული ცნობების თანახმად, დირექტორთა საბჭოს ჩავი ერნანდესის დანიშვნა სურს, თუმცა ლაპორტა სხვა აზრზეა – მისი ფავორიტი რობერტო მარტინესია.

Sport-ის ინფორმაციით, “ბლაუგრანას” პრეზიდენტი ფიქრობს, რომ “მაესტრომ” ჯერ “ბარსა ბ” უნდა ჩაიბაროს, პირველი გუნდის გაწვრთნისთვის კი ამის შემდეგ იქნება მზად, რასაც თავად ჩავი არ იზიარებს, ერნანდესს სარეზერვო გუნდის მწვრთნელობა არ სურს.

წყაროს ცნობით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ლაპორტას ლეგენდარული ფეხბურთელის გუნდში დაბრუნება არ სურს, ამ უკანასკნელის ახლო ურთიერთობაა ვიქტორ ფონტთან, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე ჟოანის კონკურენტი იყო.

ლაპორტას ფავორიტმა კანდიდატი, რობერტო მარტინესი “ბარსელონასთან” კავშირს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • Davit..
    schedule 22 სექ 2021, 20:38

    ყოფილიყო კრუიფი ცოცხალი თუ გაფიქრებდა მაგდენს მაგასაც ვნახავდით.. 2 კანდიდატია რომელსაც ალტერნატივა არ ყავს!! ტენ ჰააგი ან ჩავი… თუ ვერცერთი მოყავს მაშინ უმუშევარი რაიკაარდი 🙂

  • Davita
    schedule 22 სექ 2021, 19:09

    ეს ლაპორტა მაგარი ნაბიჩვარი კაცია, დემბელეში გაიკეთე შენი მარტინესი

  • sophie-gaucho
    schedule 22 სექ 2021, 18:13

    მაგის დრო გვაქვს ახლა ლაპორტა?!

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 22 სექ 2021, 18:08

    რატოა ლაპორტა ილუზიებში რომ ხავი ბარსა ბ გაწრთვნას დათანხმდება საინტერესოა

  • me da barca
    schedule 22 სექ 2021, 17:54

    ციტატა: JustBarcaLover
    მართალია ლაპორტა რადგან ეხლავე ეგრევე მთავარ მწვრთნელსდ რომ დავნიშნოთ რაიცი როგორ აათამაშებს გუნდს თან ცოტა გამოუცდელია ასე ვერ გარისკავს და ვერ დააყენებს ეგრევე მთავარ მწვრთნელად მხოლოდ იმისგამო რომ ბარსას ლეგენდა იყო


    სეტიენი ბოსელიდან, რომ გამოიყვანეს და ბარსას მწვრთნელად დანიშნეს, არ იყო გარისკვა?
    გარკვეულწილად ყველა რისკია. მარტინესი არ არის რისკი? თუ რახან მეტი სტაჟი აქვს გაამართლებს? რა დაუმტკიცებია ესეთი, რომ აქ გაამართლოს. იმ ნაკრებით, მუნდიალის თუ არა ევროპის მედალი მაინც უნდა ეკიდოს კისერზე, ხოლო საკლუბო დონეზე არაფერი დაუმტკიცებია. ნათქვამია, ვინც არ რისკავს ის არ სვამსო შამპანიურსო. ჩავიზე უკეთესი კანდიდატი დღეს არ ჩანს, თუ დათანხმდა რა თქმა უნდა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 22 სექ 2021, 17:36

    რომ გადავხედე ჩავი როგორ ფეხბურთს ათამაშებს იმ არაბებს ძველი ბარსა გამახსენდა , ასე მგონია რომ ჩავი გუარდიოლაზე უკეთესი მწვრთნელი იქნება.. და როგორც ვიცი გუარდიოლაც თავიდან ბ გუნდს წვრთნიდა და მერე დააწინაურეს პირველ გუნდში

  • Albicelecte
    schedule 22 სექ 2021, 17:19

    სხვათა შორის, თუ ბარსა ძალიან უყვარს, (რაშიც ეჭვი არ მეპარება), უნდა დასთანხმდეს ბარსა ბ-ში მუშაობას, ყატარის დონე არაა ესპანეთის სეგუნდაზე მარალი, ჯერ არაფერი აქვს დამტკიცებული გარდა იმისა, რომ თავის თანაბარ გუნდებთან მოგება შეუძლია barca-6

  • nika 54
    schedule 22 სექ 2021, 16:56

    გუნდისთვის უკეთესია თუ ახალგაზრდულს ჩაიბარებს, კარგად გაიცნობს ყველას და როცა მთავარ გუნდში გადავა უკვე ეცოდინება ვისი იმედი უნდა ქონდეს ახალგაზრდებიდან. თან რა თქმა უნდა მთავარ გუნდსაც დააკვირდება.

  • iniesta
    schedule 22 სექ 2021, 16:41

    ჩვენი არსენა ვენგერი?

  • La Pulga10
    schedule 22 სექ 2021, 16:36

    არაო თქვა ჩავიმ.შე სიკო მოიყვანე მთავარ წვრთნელად.გაახნა ტვინი,ნაგელსმანი 34 წლისააა!!!!!!ჩავი რითია ნაკლები,მოთამაშე,რომ იყო მაშინ ალაგებდა ბარსას საქმეებს და მწვრთნელად რას იზამს.დროა უკვე.

  • ANRIBARCA
    schedule 22 სექ 2021, 16:32

    გვარდიოლას ქონდა გამოცდილება? ან ზიდანს? მითუმეტეს თუ ახალი გუნდს შენება იწყება, სათავეში აუცილებლად ჩავი უნდა იყოს, ახალგაზრდებთან მუშაობა ნამდვილად არ შეეშლება და ტაქტიკურადაც ვერავინ იტყვის რო ვერ გაქაჩავს, ფეხბურთელობისას რა იყო და მწვრთნელობისას წარმოდგენაც არ მინდა. საუკეთესო ვარიანტია მაესტრო.

  • DE PE FA
    schedule 22 სექ 2021, 16:30

    ციტატა: JustBarcaLover
    მართალია ლაპორტა რადგან ეხლავე ეგრევე მთავარ მწვრთნელსდ რომ დავნიშნოთ რაიცი როგორ აათამაშებს გუნდს თან ცოტა გამოუცდელია ასე ვერ გარისკავს და ვერ დააყენებს ეგრევე მთავარ მწვრთნელად მხოლოდ იმისგამო რომ ბარსას ლეგენდა იყო


    როდესაც ესპანეთმა მიყოლებით მოიგო ევროპა მსოფლიო და ევროპა დელ ბოსკეს კითხეს ხავიზე რამდენად მნიშვნელოვანი როლი ქონდა და ასეთი პასუხი გასცა.როდესაც თამაშის წინ შემადგენლობას განვიხილავთ ხავიც ჩართულია ამ ყველაფერში და თავად გამოიტანეთ დასკვნაო.ეხლა ხავის არ დანიშვნა ვფიქრობ დანაშაულია რათქმაუნდა თვითონ თუ უარზე არაა.ახალგაზრდა ენერგიული ფეხბურთელები გვყავს და არც უნიჭოები და მოდი იმაზეც შევთანხმდეთ არც პირლო იყო ხავის მსგავსათ მთლიან თამაში ჩართული და ლამპარდი მითუმეტრს.ასე რომ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავათ პირლოსთან და ლამპრადთან ხავის შედარება არ მიმაჩნია სწორად.ტიპი თამაშის ტემპს აკონტროლებდა როგორც უნდოდა ისე და ვერ წარმოვიდგენ რო ხავიმ შედეგო ვერ დადოს.არავინ იცნობს ისე კლუბს როგორც ხავი.პირადათ მე ეხლავე მოვოყვანდი და ზაფხულამდე ყველაფერში ბოლომდე გაერკვეოდა ვინ სად როგორ და რანაირად ენდომება.