ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, “ბარსელონასთან” დაკავშირებული ცნობების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის ესპანელი “ბარსაში” რონალდ კუმანის შეცვლის მთავარი კანდიდატია.
“ბარსა”? არაფერია, რაზეც კომენტარის გაკეთება შემიძლია, მართლა, არაფერი. ჭორები ყოველთვის არსებობს, ეს ფეხბურთში ნორმალური მოვლენაა. როდესაც სამ თამაშს წააგებ, შენ განთავისუფლებაზე საუბრები იწყება.
– თქვა მარტინესმა.
“ბაიერნთან” და “გრანადასთან” ჩაგდებული თამაშების შემდეგ, “ბარსელონას” ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა, რაზეც კუმანის მიერ დღეს მატჩისწინა პრესკონფერენციის გაუქმებაც მეტყველებს.



ბეტისიდან გაგდებული მენახირე მოიყვანა ბართომ და კი ვნახეთ ვინც იყო. მერე ვალენსიიდან გაგდებული მოიყვანა და აჰა პაჟალუსტა. ამ საქციელით დასცინოდა ბარსას და ყველაფერი შერჩა ტიპს. 1 თვით მომცა ძალაუფლება და ვანახებდი ყველას რასაც ვუზამდი მაგ გველს.
ახლა რა მინტერესებს, ამ ახლის ძიებაში რო კუმანმა ყველა თამაში მოიგოს, შეიძლება დატოვონ?
ხავი მოდის ესეიგი აუ რა გაასწორეებს