workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ექიმებმა ანსუ ფატის თამაშის უფლება მისცეს | MD

ექიმებმა ანსუ ფატის თამაშის უფლება მისცეს | MD

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დღეს “ბარსელონას” თავდამსხმელს, ანსუ ფატის სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც დადებითი შედეგები აჩვენა. 

წყაროს ინფორმაციით, ექიმებმა ფატის გამოჯანმრთელების სტატუსი სრულყოფილად შეაფასეს და ფეხბურთელს ნება დართეს, თამაშს თანდათანობით, აჩქარების გარეშე დაუბრუნდეს.

MD-ს ცნობით, 18 წლის ტალანტის, მომდევნო ტურში “გრანადასთან” მატჩში დაბრუნება მაინც გამორიცხულია, მან შესაძლოა “კადისის” ან “ლევანტეს” წინააღმდეგ იასპარეზოს. გამოჯანმრთელების მიუხედავად, კლუბი გარისკვას არ აპირებს. 

ფატის “ბარსელონაში” წარმატების მიღწევა სურს და ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა. ანსუს აგენტი, ჟორჟე მენდეში კლუბის წარმომადგენლებს კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხის განსახილველად შეხვდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 17 სექ 2021, 14:56

    ანუ ექიმებმა მისცეს ნება და გუნდი არ ჩქარობს? ათამაშონ ათი წუთი მაინც, ცოტა მოედნის მუღამი შეიგრძნოს. მერე მოუმატონ ნელ-ნელა სათამაშო დრო.

  • azulgerana
    schedule 17 სექ 2021, 05:14

    არა და დარწმუნებული ვარ დააჩქარეს ამას ტრამვა არ ექნება მოშუშებული აგერ ნახავთ მალე ისევ ეღრძობა მყესი

  • M10 S9 D11
    schedule 16 სექ 2021, 22:11

    ძლიივს გვეღირსა იმედია აღარ მიიღებს ტრავმებს

  • JOHN-DILLINGER
    schedule 16 სექ 2021, 20:04

    ჯიგარო ჯანმრთელობას გისურვებ🙃ბურთიც შენია და მოედანიც აბა შენ იცი:)

  • RiquiPuig
    schedule 16 სექ 2021, 20:00

    როგორც იქნა