ცნობილი საფეხბურთო აგენტი ჟორჟე მენდეში ბარსელონაში იმყოფება. იგი გუშინ მის კლიენტს, “ბარსას” ახალგაზრდა შემტევს, ანსუ ფატის შეხვდა და მათ ერთად ისადილეს. ამ ინფორმაციას კატალონიელი ჟურნალისტი ადრია ალბეტსი ავრცელებს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, მენდეშმა გუშინდელ შეხვედრაზე ფატის კატალონიური კლუბის დელიკატური ფინანსური მდგომარეობა აუხსნა და შეატყობინა, რომ ხელფასის შემცირება მოუწევს. ანსუ და მისი ოჯახი ამაზე თანახმანი არიან. “ბარსას” ახალ 10-იანს მხოლოდ დარჩენა და წარმატების მიღწევა სწორედ “ბლაუგრანაში” უნდა.
ჟურნალისტი სიკე როდრიგესი იტყობინება, რომ მენდეში უახლოეს საათებში 18 წლის ტალანტის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით “ბარსელონას” ხელმძღვანელობას შეხვდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფატიმ აგენტს შეატყობინა, რომ მისი პრიორიტეტი კატალონიურ გუნდში დარჩენაა.




ეს და რაიოლა ხომ არ გადავასკოჩოთ ერთმანეთს, ლოდიც მოიძებნება სადმე.
ვისი მოგზავნილი გგონია. პერესის?
მე მაინც მოგზავნილი მგონია ეგ მენდეში, მომკალით თუ გინდა.
ეს მენდეში ცუდად ათამაშებს უკანალს
კულეა კუკეეე,როგორც არაუხო,მინგესა,პედრი,დე იონგი,ბალდე,გავი,ნიკო,შტეგენი,პიკე,პუჩი,ბუსი,ალბა,რობერტო და უკვე მემფისიც.რაც არ უნდა ძღრენში უნდა იყოს კლუბი მაინც ერთგულები დარჩებიან და დაეხმარებიან ესენი სეგუნდაშიც გაყვებიან.
შემოგევლე ანსუ მორიბას ძმაკაცია და ცოტა მეშინოდა , ცოტა მიაყენებინე შენ აგენტს აბა შენიცი 10 იანებს ასე ყოველ დღე არარიგებენ ❤️🔥