მიუნხენის “ბაიერნს” “ბარსელონასთან” მატჩისთვის, დიდი ალბათობით, ფრანგი შემტევი კინგსლი კომანი დაუბრუნდება.
კომანმა “ლაიფციგთან” გუშინ გამართული თამაში ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა, სავარაუდოდ, “რეკორდმაისტერს” 25 წლის ფეხბურთელი “ბარსასთან” შეხვედრაში ეყოლება.
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კომანმა დღეს გუნდთან ერთად სრული ვარჯიში ჩაატარა. ივარაუდება, რომ იგი კატალონიურ გუნდთან დაპირისპირებისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
“ბარსელონასა” და “ბაიერნის” თამაში სამშაბათს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
რა თქმა უნდა ითამაშებს, ბაიერნს საერთოდ ჯანმრთელი ფეხბურთელები ყავს ჩვენგან განსხვავებით.
აუ კომანი რამდენი ხანია ისმის და ტიპი 25 წლის ყოფილა ჯერ , დიდი მეგონა უფრო. არასდროს არავინ საუბრობს ამ ბიჭზე , არადა რა კარგია ასეთი ფეხბურთელი რო გყავს. მარა მთლად ახლა ბარსასთან ნუ გაგიჟდებით.