“ბარსელონას” მომავალი მეტოქის, მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კატალონიური კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასა და “ბლაუგრანასთან” დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.
8-2 “ბარსელონას” წინააღმდეგ? ეს სიგიჟე იყო. ყველას გვეგონა, რომ სიზმარში ვიყავით და რაღაც მომენტში გამოგვეღვიძებოდა, მაგრამ არა. ასეთ რაღაცას ვეღარასდროს გამოვცდი. ჩვენი გუნდი ტრანსულ მდგომარეობაში იყო.
ჟოან ლაპორტა შესანიშნავი ადამიანია. ის უკვე მართავდა კლუბს ყველაზე დიდებულ ეპოქაში, როდესაც გუნდს პეპ გვარდიოლა წვრთნიდა. დარწმუნებული ვარ, რომ იგი “ბარსას” კრიზისიდან ამოყვანას ისევ შეძლებს.
ბოლო 3 წლის განმავლობაში ლა ლიგამ ორი ემბლემა დაკარგა – რონალდუ და მესი. მათი წასვლით გამოწვეული მარკეტინგული ზარალის აღმოფხვრა შეუძლებელია. მესი ფინანსური ფეარ ფლეის გამო იძულებული გახდა, წასულიყო. ეს ავტოგოლია.
– ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს AS.
კარლ-ჰაინც რუმენიგე: ჟოან ლაპორტა შესანიშნავი ადამიანია
ანუ არ ეწყინება თუ მოუგებთ?
ტერ შტეგენი
არაუხო-პიკე-გარსია
დესტი/მინგესა-დე იონგი-ბუსკეტსი-პედრი-ალბა
კოუტინიო
დეპაი