30 ფეხბურთელი, რომელიც ვარჯიშობდა დილის სესიაზე იმყოფებოდა ღამის ვარჯიშზეც. სათადარიგო სკამიდან მათ ალექსის სანჩესი აკვირდებოდა. პუიოლი კვლავ განცალკევებით ვარჯიშს აგრძელებს.
დღის მეორე ვარჯიში დიდად არ განირჩეოდა დილის სესიიდან. მოერე სესიაზე ფეხბურთელებმა მეტი ყურადღება ბურთთან მუშაობას დაუთმეს, მაშინ როცა დილით ფიზიკურად დაიტვირთნენ. ფეხბურთელები ემზადებიან აუდის თასის მატჩისთვის, რომელიც დღეს გაიმართება. “ბარსას” მეტოქე ბრაზილიური “ინტერნაციონალი” იქნება.
კარლეს პუიოლი აგრძელებს ინდუვიდუალური პროგრამით ვარჯიშს “ბარსელონას” ფიზიოთერაპევტის, ემილ რიკარტის მეთვალყურეობის ქვეშ. კაპიტანი 1 ივნისს, მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ წარმატებულად იღდგენს ფიზიკურ კონდიციებს.
ამ ვარჯიშს ესწრებოდა “ბარსელონა ბ”–ს მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო საქრისტიანი და მისი თანაშემწეები, ჟოან ბარბარა და კარლეს ბუსკეტსი.

