“ლაიფციგი” “ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველის, ილაიშ მორიბას შეძენით ინტერესდება. ამ ინფორმაციას Sport1 ავრცელებს.
გერმანული გამოცემის მტკიცებით, შესაძლოა, 18 წლის ფეხბურთელი “ლაიფციგში” იმ შემთხვევაში გადავიდეს, თუ გუნდს მარსელ ზაბიცერი დატოვებს. ხსენებულ მოთამაშეებს საერთო აგენტი ჰყავთ.
წყაროს თანახმად, კლუბი მორიბას წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა.
ადრე გავრცელებული ცნობებით, “ლაიფციგმა” “ბარსას” 8 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. უკანასკნელი ინფორმაციით, “ბლაუგრანა” მორიბას 20 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა.
ახალგაზრდა შუახაზელის შეძენა “მანჩესტერ სიტისა” და ლონდონის “ტოტენჰემსაც” სურთ.




When will be his presentation
მოკლედ მაგრა გაბურღა ამან ტვინი. იმედია სადაც გადავა ვერ გაამართლებს და იქიდანაც მოისვრიან. და ვუსურვებ სულ ასე მოხეტიალე ფეხბურთელად დარჩეს.
მოუწევს მგონი ამ ბიჭს მთელი სეზონი სკამზე ყოფნა. მერე ვიღას მოუნდება ნახავს კარგად
ძალიან კარგი