MD-ის ინფორმაციით, “ბარსელონამ” ილაიშ მორიბას თაობაზე “ლაიფციგის” მხრიდან მიღებულ შემოთავაზებაზე უარი თქვა.
გავრცელებული ცნობით, საუბარი 8 მილიონ ევროზე იყო, კატალონიელებს კი 15 მილიონი ევროს მიღება სურდათ.
ფეხბურთელის კლუბში დარჩენა ზედმეტად დიდი მოთხოვნების გამო ფაქტობრივად გამორიცხულია. იმ პირობებში, როდესაც გუნდის ყველა ავტორიტეტულმა ფიგურამ, პიკეს, სერხიო ბუსკეტსის, ჟორდი ალბასა და სერჟი რობერტოს ჩათვლით ხელფასი საგრძნობლად შეიმცირა, ილაიში, პირიქით, მომატებაზე აპელირებს.
შესაბამისად, კლუბის ხელმძღვანელობა მორიბას გასხვისებას სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე აქტიურად შეეცდება.

ლაიფციგი ამას გაყიდის 80 მილიონად მერე ;დ
"იმ პირობებში, როდესაც გუნდის ყველა ავტორიტეტულმა ფიგურამ, პიკეს, სერჟიო ბუსკეტსის, ჟორდი ალბასა და სერჟი რობერტოს ჩათვლით ხელფასი საგრძნობლად შეიმცირა, ილაიში, პირიქით, მომატებაზე აპელირებს"
აზრზე ხართ რა შეუგნებელია? სურათს მაინც ნუღა დებთ, კომპიუტერი არ დამამტვრევინოთ მწერლებო, შეგვიცოდეთ.
იდიოტები არიან დედას ვფიცავარ ამაში 15 მილიონს ვინ გადაიხდის
მორიბას მთავარი მიზანი არ არის დიდი ფეხბურთი ითამაშოს, მას უნდა მისი თავი კარგად გაყიდოს! მის არჩევანია.
არ გინდოდა რძე და ყველი?…
არ უნდოდა ბარსაში და იყოს ეხლა ლაიფციგში
რაც უფრო ვუფიქრდები რამდენს ბედავს, მით უფრო მეტად მეშლება ნერვები. ეს ლაწირაკი ამდენს როგორ უნდა ბედავდეს? პიკე კარიერას რო იწყებდა ეს, ალბათ, მაგიდის ქვეშ თამაშობდა, ახლა კიდე რა დღეშია