ჟორდი ალბა ხელფასის 50%-ის გადავადებაზე თანახმაა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს თანახმად, 32 წლის ფეხბურთელი თანახმაა, მიმდინარე სეზონში ანაზღაურების მხოლოდ ნახევარი აიღოს, დანარჩენი თანხა კი იმ წლებზე გადანაწილდება, რომელიც მას კონტრაქტით “ბარსასთან” აკავშირებს.
MD დასძენს, რომ ამ თანხმობის მიუხედავად, “ბლაუგრანას” სურს, ალბას ხელფასი მომდევნო 3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეუმციროს.
მოსალოდნელია, რომ ჟოან ლაპორტა, რომელიც შვებულებიდან დღეს ბრუნდება, შეთანხმებას მალე დაამტკიცებს.
“ლურჯ-ბროწეულისფერთა” მეოთხე კაპიტნის ხელშეკრულების ვადა 2024 წელს იწურება.




ალბათ იფიქრა მეც მესის არ მიმაყოლონო, მაგრამ მერე გაახსენდა რო ეს არავის არ ჭირდება და მოჯდა.
ხელფასი კი არ შეიმცირა – გადაავადებინა!
მალე გადასვავს ამას ბალდე სკამის სახეხად.
ალბას შემცვლელია სასწრაფოდ საძებნი ზამთრის ტრანსფერებზე
ტიპმა ორი ტკბილი სიტყვა ვერ დაწერა, პასების გარდა იმ გარიჯგვინებულ თავში სხვა არაფერი მოუვიდა აზრად! :დ:დ
სხვა რა გზა აქვს, სულ არ უნდა მესის გზას გაუყენონ. მაგას პსჟ ნაღდად არ მიიწვევს, ხა ხა ალავესი.