ბოიან კრკიჩი “რომაში” სამედიცინო შემოწმება გაიარა და ელოდება ოფიციალურ პრეზენტაციას. ბოიანმა სამედიცინო შემოწმება კლინიკა “Gemelli”–ში გაიარა და ორშაბათს გულშემატკივრებს წარუდგენენ. საავადმყოფოში მისმა გამოჩენამ ხმაური გამოიწვია. გულშემატკივრები მას ელოდნენ, რათა ავტოგრაფები აეღოთ.
თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მოხარულია ლუის ენრიკეს გუნდში გადასვლის გამოა: “ბედნიერი ვარ, რომ “რომაში” გადმოვედი” – განაცხადა მან.
ოფიციალური ციფრები
“რომამ” გამოაქვეყნა ტრანსფერის ოფიციალური დეტალები. ბოიანთან რომაელები კონტრაქტს 2015 წლამდე გააფორმებენ. ბოიანი პირველი 2 სეზონის (2011/12 – 2012/13) განმავლობაში ყოველწლიურად ხელფასის სახით 3.2 მილიონ ევროს მიიღებს.
თუკი ამ ორი წლის შემდეგ ის “რომაში” დარჩება მაშინ შემდეგ ორი სეზონის (2013/14 – 2014/15) განმავლობაში ყოველწლიურად 6.4 მილიონ ევროს მიიღებს.
ბოიანის ტრანსფერში “რომამ” 12 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 13 მილიონი იქნება. ფეხბურთელის გამოსყიდვა 2012/13 სეზონის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
შემდეგი სეზონის ბოლოს “ბარსელონას” ფეხბურთელის დაბრუნება 17 მილიონად შეეძლება, ხოლო 2012/13 სეზონის შემდეგ მისი დაბრუნება აუცილებელი იქნება.
თუკი “რომა” ფეხბურთელის დატოვებას გადაწყვეტს “ბარსელონასთვის” 28 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ამგვარად კატალონიურ კლუბს ფეხბურთელში 40 მილიონი ევროს მიღება შეუძლია.


