“ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ხრისტო სტოიჩკოვმა ლიონელ მესის წასვლაზე ისაუბრა და ჟოან ლაპორტა გააკრიტიკა:
ძალიან უცნაური სურათია. რთულია, მაგრამ ცხოვრება ასეთია. სადაც არ უნდა წავიდეს, მესის პატივს ყოველთვის ვცემ იმის გამო, რაც მან “ბარსასთვის”, ხალხისთვის, ბავშვებისთვის გააკეთა.
მე ლეოს მაშინ შევხვდი, როდესაც ის 12-13 წლის იყო. შუადღით მისი ვარჯიშების სანახავად დავდიოდი. ვხედავდი ისეთ ბიჭს, როგორიც ახალაა – მშვიდი, თავმდაბალი, ყოველთვის პატივსაცემი. მე მასთან მნიშვნელოვანი მომენტები გავიზიარე. ეს სურათები ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება.
ძალიან მესიამოვნა, როდესაც ლეომ ჩემს შვილებს თავისი მაისური აჩუქა. მე სახლში მასთან დაკავშირებული არაერთი ნივთი მაქვს. ლეოს სხვა გუნდის მაისურით ხილვა განსხვავებულია. ძალიან მიანტერესებს ის ადამიანები, რომლებიც მის შენარჩუნებას გვპირდებოდნენ, ვინც ჩვენს გულებს ეხებოდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ყველაფერი გამოუვიდოდათ, მაგრამ საბოლოოდ ტყუილი ძალიან დიდი გახდა.
“ბარსამ” ლიონელ მესის შენარჩუნება ლა ლიგის რეგულაციების გამო ვერ მოახერხა. არგენტინელი “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი გახდა.




გასაპროტესტებლად თავი არ შეიწუხეს და ტებასს დაუკანონეს ლა ლიგის სრული კონტროლი. მესის დახვედრას რო ვუყურებ, ჯერ ჩასვლამდე 24 საათით ადრე გადავსებულ აეროპორტს მერე სასტუმროს წინ მესი, მესის შეძახილებს და ბოლოს უსასრულო რიგებს ლეოს მაისურის შესაძენად, ბოლოს კი გუნდის ხელმძღვანელობის მიმართვას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას რომ გამონაკლისის სახით დაეშვა პირველ გუნდში "არასტანდარტული" 30 ნომრის დაკანონება როგორც გამონაკლისი მესისთვის და საკითხი იმ დღესვე რო გადაწყდა.
ახლა შეადარეთ ტებასის გამონათქვამები: ლა ლიგა მესის გულისთვის კანონს არ შეცვლისო უკვე ყველაფერი გასაგები ხდება.
ნამდვილად მაგარი გვაყლაპა ლაპორტამ
ლაპორტა თუ ასე მოიქცეოდა ნამდვილად არ ველოდი მესი გაუშვა ისეთ გუნდში რომელიც რამოდენიმე წელია ბარსას ანადგურებს ყველანაირად დააკვირდით მაგათ შენაძენებს ნეიმარი ,ახალგაზრდა ხავი სიმონსი,ფლორენცი, რომელმაც ბარსას ცენტრიდან გაუტანა,სარაბია რომელიც ბარსას ყველა თამაშში გოლს უტანდა,ვეინალდუმი,რომელმაც ბარსას 2გოლი გაუტანა და ლიგიდან გააგდო რამოსი ბარსას დაუძინებელი მტერი,ახლა მესი აჩუქეს უფულოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.და ყველაზე გულდასაწყვეტი ის იყო რომ 100 კაცის მეტი არ იყო გასაპროტესტებლად მისული სამარცხვინო ფაქტია ასეთი დიდი კლუბისთვის.
სტოკ მაგარი მაგარი ხარ შჩმ 🖤🖤🖤