“ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, გამპერის თასზე “იუვენტუსის” განადგურების შემდეგ, კომენტარს აკეთებს:
ახალი სეზონი გამპერის თასით დაიწყო. ასევე, ახალი ერა იწყება ყველა ჩვენგანისთვის. მზად ვართ, გულმოდგინედ მუშაობით, ეს ეპოქა შესანიშნავი გავხადოთ. Visca el Barça!
“ბლაუგრანამ”, გუშინ გამართულ მატჩში, “იუვეს” მემფის დეპაის, მარტინ ბრეითუეიტისა და რიკი პუჩის გოლების წყალობით, ანგარიშით, 3-0 სძლია.
ამასთან, აღნიშნულ ტურნირზე შეტანილი ცვლილებების შედეგად, “ბიანკონერის” ქალთა გუნდს “ბარსელონას” გოგონები დაუპირისპირდნენ – ისიც ჩვენი გამარჯვებით, 6-0 დასრულდა.
“ბარსასთვის” პრესეზონი დასრულებულია. კატალონიურ კლუბს შემდეგი მატჩი 15 აგვისტოს, ლა ლიგის პირველ ტურში, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ ელის.




რისი ერა იწყება ჩააწყვეთ გამპერის თასი? აბა რისი სამი გოლის გამტანი იყავით თქვენი დედაც
სოსიედადს კი შეიძლება მოვუგოთ, მაგრამ მერე ატლეტიკია და ეგ რას გვიშვრება კი გვახსოვს ყველას, თან გუშინ ლივერპულთან მაგათ თამაშს ვუყურე და მიუხედავად ლივერპულის შეტევებისა და მანე-სალახის ტავგანწირვის მაინც ფრე 1-1 გაუგორეს. ტემპი ისეთი იყო მეეჭვება დღევანდელმა ბარსამ ეგ შესძლოს.
ფორმაში შესული არაუხო ალბა და ემერსონი გვინდა . ნახევარდაცვა დეიონგი პედრი და დალშე ბუსკეცცი და პატარების შემოსვლები.. თავდასხმა დეფაი გრიზმანი კოუტინიოც გააძლიერებს ტრამვა თუ არმ იიღო და ფატი
რაგინდათ მშვენიერი კამანდაა
კუმანი გაუშვი სეზონის ბოლოს,ჩავი მოიყვანე და მერე კი დაიწყება ახალი ეპოქა ნამდვილად.
თუ არ გამოდგება ეგ ქხალი ერა ისეთი როგორიც უნდა იყოს გაიკეთე უკან
ლაპო , კუმანს უთხარი ბუსკვერცხის მაგივრად ნიკო ათამაშოს და ალბას მაგივრად ბალდე 🙂