workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რომეუ საფეხბურთო კარიერას ინგლისში გააგრძელებს

რომეუ საფეხბურთო კარიერას ინგლისში გააგრძელებს

 

ბოიან კრკიჩის გუნდიდან წასვლის შემდეგ, “ბარსელონას” კიდევ ერთი ფეხბურთელი, ორიოლ რომეუ ტოვებს. “ბარსა ბ”–ს ნახევარმცველი საფეხბურთო კარიერას ლონდონში გააგრძელებს…

 

როგორც ლონდონის “ჩელსის” ოფიციალური საიტი გვამცნობს, არისტოკრატებმა და ბლაუგრანელებმა ორიოლ რომეუს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. “ჩელსის” 33 წლის პორტუგალიელმა თავკაცმა, ვილიაშ–ბოაშმა აზიის ტურნეს დროს გამართულ ერთ–ერთ პრეს–კონფერენციაზე დაასახელა ის მიზეზები, თუ რატომ შეიძინა ლონდონურმა კლუბმა ორიოლ რომეუ. “ბარსელონა ბ–ს “სეგუნდა დივიზიონში” შესანიშნავი წელი ჰქონდათ, ისინი მესამე ადგილზე გავიდნენ”, აცხადებს პორტუგალიელი. “ორიოლს მთელი სეზონის განმავლობაში ტრავმები აწუხებდნენ, მაგრამ მოგვიანებით იგი გუნდს დაუბრუნდა და პირველ გუნდში სათამაშო დროც მოიპოვა. ასე რომ, ის მის პოზიციაზე ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ვიმედოვნებ, ჩვენ მასთან პერსონალურ პირობებს შევათანხმებთ და სამედიცინო შემოწმებასაც კარგად გაივლის.”

 

ბოლოს კი 33 წლის ახალგაზრდა მწვრთნელმა დაამატა, რომ გასულ სეზონში “ჩელსის” ექვსი თვის მანძილზე ტრავმის გამო, ესიენი აკლდა, რომეუ კი იყო ფეხბურთელი, რომელსაც ნახევარდაცვის გაძლიერება შეძლო. “ორიოლი არის ფეხბურთელი, რომელსაც ნათელი მომავალი აქვს”, განაცხადა მან, – “როგორც ფეხბურთელი, იგი კვლავ უნდა განვითარდეს.”

 

აქვე გეტყვით, რომ რომეუ ახლა კოლუმბიაში იმყოფება, სადაც ესპანეთის 20 წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward