ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 2 აგვისტო

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 2 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 2 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

2 აგვისტოს “ბარსელონას” ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.

1969 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი პორტუგალიელი მცველი ფერნანდუ კოუტუ. 1996-1998 წლებში “ბლაუგრანას” მაისურით მან 63 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. კოუტუმ კატალონიურ კლუბში 2 ესპანეთის თასი, 1 თასების მფლობელთა თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

2013 წელი

გამპერის თასზე “ბარსელონასა” და “სანტოსს” შორის გამართული შეხვედრა კატალონიელებმა 8-0 მოიგეს. “კამპ ნოუზე” პირველად ვიხილეთ კატალონიელთა ახალწვეული, “სანტოსიდან” გადმოსული ნეიმარი.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • azulgerana
    schedule 02 აგვ 2021, 16:21

    nika 54,
    კი და მაგრად იტირა

  • nika 54
    schedule 02 აგვ 2021, 15:04

    ანუ ამოტენეს ნეიმარის "გამზრდელი" გუნდი? მართლა მაგის გამზრდელის რა.