workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მემფის დეპაის ინტერვიუ

მემფის დეპაის ინტერვიუ

“ბარსელონას” ახალწვეულმა, მემფის დეპაიმ Mundo Deportivo-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ნაწყვეტიც გუშინ გამოქვეყნდა.

გთავაზობთ ნიდერლანდელის ინტერვიუს სრულ ვერსიას:

რომელ თანაგუნდელთან მაქვს საუკეთესო ურთიერთობა? დროის გასვლასთან ერთად, თითოეულ მათგანთან უფრო მეტს საუბრობ. ხედავ, როგორ მუშაობენ და ვარჯიშობენ ისინი, რაც ძალიან ბუნებრივია. ეს ახალ სამსახურს ჰგავს. შეგრძნებებით ბედნიერი ვარ. 

მე რამდენიმე მათგანის, მაგალითად, გრიზმანისა და პიკეს წინააღმდეგ მითამაშია.

პიკე? მან კარგად მიმიღო. ჟერარი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც უამრავი ტიტული აქვს მოგებული. ის კარგი და მხიარული ადამიანია. 
“რონდო” ბევრჯერ არ გვითამაშია, რადგან ჯერ ფიზიკურად უნდა მოვემზადოთ და ფორმაში ჩავდგეთ. დარწმუნებული ვარ, ამასაც მალე გამოვცდი.
რომელი ნომრის აღება მსურს? კარგი კითხვაა, თუმცა ამაზე პასუხი არ მაქვს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არაა. მე გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად ვიბრძოლებ და შემდეგ ნომერსაც მოვირგებ.
სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრაზე ყველა ოცნებობს, თუმცა მე – არა. მე ამისთვის ვმუშაობ. ჩემზეა დამოკიდებული, მწვრთნელს დავუმტკიცო, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს ვიმსახურებ.
შემიძლია თავდამსხმელის, მარცხენა ვინგერის, “ცრუ ცხრიანის” პოზიციაზე ვითამაშო. ყველა ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად ვგრძნობ.
ვიცი, რას მოელის კუმანი ჩემგან – იმავეს, რასაც ეროვნულ ნაკრებსა და “ლიონში” ვაკეთებდი. ვეცდები, “ბარსაშიც” იმავე დონეზე ვითამაშო.
გავბედავ თუ არა გოლების კონკრეტული რაოდენობის დაპირებას? ეს გაბედაობა არაა, ეს ჩემი ამბიციაა, დავეხმარო გუნდს ტიტულების მოგებაში, რასაც გოლები და საგოლე პასებიც მოჰყვება.
მოედნის გარეთ დადებით, მხიარული პიროვნება ვარ. საიდუმლო ჰობი არ მაქვს, ყველაფერი თქვენც კარგად იცით.
რამდენ ხანს ვატარებ მობილურ ტელეფონთან? არ ვიცი, ბევრს არა.
როგორი იყო ჩემი პირველი დღეები ბარსელონაში? ეს შესანიშნავი ქალაქია გასაოცარი ამინდით, უგემრიელესი საჭმელებითა და მეგობრული ხალხით. ქალაქსა და კლუბს შორის იდეალური კომბინაციაა. უკეთეს ადგილს ვერც მოვითხოვდი.
ეს ჩემი პირველი კვირაა და ჯერ არ ვიცი, სად ვიცხოვრებ. სახლი ჯერ კიდევ მოსაძებნი მაქვს.

მემფისმა რამდენიმე პირად შეკითხვასაც უპასუხა:

ბავშვობის დროინდელი კუმირი – პატრიკ კლუივერტი.
შინაური ცხოველები – ორი ძაღლი (ჯაკო და კლეო).
ფავორიტი მომღერალი – ერთს ვერ გამოვარჩევ, თუმცა დრეიკს დავასახელებდი.
კუმირი სპორტს მიღმა – დენზელ ვაშინგტონი.
საყვარელი ფილმი – “ამერიკელი განგსტერი”.
“ბარსას” ფავორიტი ლეგენდა – რონალდინიო.
ვუკრავ თუ არა რაიმე ინსტრუმენტზე – ჯერ არა. სახლში ფორტეპიანო მაქვს, მაგრამ დაკვრა არ ვიცი. თუმცა ვისურვებდი, რომ შემეძლოს.
დარეკვა თუ შეტყობინების გაგზავნა – დარეკვა. შეტყობინების გაგზავნა კარგად არ გამომდის.
პირველი რამ, რასაც გაღვიძების შემდეგ ვაკეთებ – შხაპის მიღება.
ბოლო რამ, რასაც ძილის წინ ვაკეთებ – ლოცვა.
ფავორიტი სოციალური ქსელი – ინსტაგრამი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • azulgerana
    schedule 04 აგვ 2021, 02:18

  • me da barca
    schedule 29 ივლ 2021, 02:16

    საქმენმან შენმამ…
    ეს მარტო სიტყვებია, საქმეში ვნახოთ…

  • riva
    schedule 28 ივლ 2021, 17:07

    "ბარსას" ფავორიტი ლეგენდა – რონალდინიო.

    ჰოლანდიელი მაინც არ იყო

  • cezo45
    schedule 28 ივლ 2021, 13:38

    მანჩესტერში რო გადავიდა თავში აუვარდა ერთი პერიოდი ძაან გაბლატავებული იყო და კინაღამ შეიწირა თავისი კარიერაც იმედია დადინჯდა და გამოასწორა ხასიათი

  • El pistolero 9
    schedule 28 ივლ 2021, 13:08

    წარმატებები მემფისს. იმედია შეგვაყვარებს თავს კულეებს

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 28 ივლ 2021, 11:30

    მაგარი ფეხბურთელი და მაგარი ადამიანია ეტყობა.
    ზოგადად მის საუბარსაც რო დააკვირდე ჩანს თუ როგორ ტრანსოფრმირდა ლიონში ყოფნის პერიოდში და აღარ არის ის ბიჭი ვინც მანჩესტერში იყო. ახლა უფრო კონცენტრირებული და მიზანდასახულია. დემბელეც კარგი იქნებოდა სადმე საშუალო დონის გუნდში წასულიყო და იქ დაემტკიცებინა მისი ძალები,მაგრამ აღარამგონია ეგეთ <<ცენზურის დარღვევა>> რამემ უშველოს.

  • DiffeRReNT
    schedule 28 ივლ 2021, 11:17

    nika 54,
    ფავორიტი ლეგენდაო და მესი ჯერ მოქმედი ფეხბურთელია

  • Norman Bates
    schedule 28 ივლ 2021, 11:08

    ციტატა: nika 54
    საინტერესოა, რო რონალდინიოს თვლის ბარსას ლეგენდად და არა მესის. რა თქმა უნდა მისი საქმეა მაგრამ ლეოს მიღწევებთან ბარსაში, რონალდინიო როგორ მივა.


    მიღწევები რა შუაშია, პერსონალურად დეპაის რონალდინიო მოსწონს. გემოვნების საკითხია. სანახაობრივად რონალდინიოს თამაში ჯობდა მესის

  • Nikabedinadze
    schedule 28 ივლ 2021, 11:05

    ყველაფერი კაი მარა დრეიკი არ უნდა ეთქვა😂

  • nika 54
    schedule 28 ივლ 2021, 10:53

    საინტერესოა, რო რონალდინიოს თვლის ბარსას ლეგენდად და არა მესის. რა თქმა უნდა მისი საქმეა მაგრამ ლეოს მიღწევებთან ბარსაში, რონალდინიო როგორ მივა.