ორშაბათი დიდი დღე იქნება “ბარსელონას” თითოეული გულშემატკივრისთვის. “ნოუ კამპზე” ახალი შენაძენის პრეზენტაციაა დაგეგმილი.
ალექსის სანჩესს შეუძლია მშვიდად იყოს. ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ ფეხბურთელი, ცოტა არ იყოს, დაღლილი ჩანდა, თუმცა მან მალევე გაიგონა სანოკვარი სიტყვები მას შემდეგ, რაც იტალიურ და კატალონიურ კლუბებს შორის რამდენიმე სატელეფონო საუბარი შედგა და სანჩესის აგენტთან, ფერნანდო ფელიჩევიჩთანაც ყველაფერი მოგვარდა. ფეხბურთელი გაფრთხილებული იყო, რომ რამდენიმე საათში მისი მომავალი გადაწყდებოდა, თუმცა ბართომეუმ, პოზომ და თავად პეპ გავრდიოლამაც მას ოფიციალურად შეატყობინეს, რომ იგი კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდა. არანაირი დაბრკოლებები და სპეკულაციები. ყველაფერი დასრულდა. გუშინ ოფიციალური განცხადების გამოქვეყნების შემდეგ პრესამ სანჩესთან დაკავშირება მაინც მოახერხა: “მე საბოლოოდ ავიხდინე ოცნება. ახლა უკვე 100%-ით.”
სანჩესი “კოპა ამერიკის” განმავლობაში თავის მომავალზე არ საუბრობდა, თუმცა ნაკრებში კარგად იცოდნენ, რომ იგი კლუბის შეცვლას სულმოუთქმელად ელოდა. როგორც იქნა, მოხდა, მაგრამ ეს არ იყო ადვილი. “ბარსელონაში” ჯერ კიდევ გაკვირვებულები არიან ჩილელის ადამიანური თვისებებით. მან პირნათლად შეასრულა თავისი სიტყვა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი კლუბი დათანხმებოდა კატალონიელთა შემოთავაზებას. მას სურდა “ნოუ კამპზე” თამაში. მას სურდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან ერთად ტიტულები მოეგო. აღსანიშნავია ისიც, რომ სანჩესს “სიტი”, “ჩელსი”, “იუნაიტედი” და სხვა გრანდები ეპატიჟებოდნენ. მათ შორის რამდენიმემ უკეთესო პირობები შესთავაზა, ვიდრე “ბარსელონამ”.
ეს ტრანფერი ძნელად გასაჩარხი იყო, რის გამოც სანჩესს ორივე კლუბისთვის ულტიმატუმების წაყენება დასჭირდა. მან “ბარსელონას” უფრო გაატიურება, ხოლო “უდინეზეს” სხვა შემოთავაზებების უარყოფა მოსთხოვა. ფეხბურთელი ბარსელონაში კვირას ჩამოფრინდება. ორშაბათ დღეს სანჩესი სამედიცინო შემოწმების გავლით დაიწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ წარსდგება “ნოუ კამპის” საზოგადოების წინაშე. პრეზენტაციის შემდეგ ჩილელი პეპ გვარდიოლას გაესაუბრება და მაშინ გადაწყდება, როდის შეუერთდება ფეხბურთელი ახალ თანაგუნდელებს. ჯერჯერობით უცნობია, გაჰყვება თუ არა იგი გუნდს ამერიკის ტურნეში.


