ბარსელონასა და მორიბას აგენტების შეხვედრა გადაიდო

ბარსელონასა და მორიბას აგენტების შეხვედრა გადაიდო

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დღეს “ბარსელონა” ილაიშ მორიბას აგენტებს უნდა შეხვედროდა, თუმცა შეხვედრა გადაიდო.

უკვე დიდი ხანია “ბარსასა” და მორიბას შორის კონტრაქტის გახანგრძლივებააზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ მხარეები ფინანსურ დეტალებზე ვერ თანხმდებიან. კატალონიური კლუბი 18 წლის ნახევარმცველის ფინანსურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. დღეს მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა უნდა გამართულიყო.

ბარსელონელი ჟურნალისტის, ალბერტ როჟეს ცნობით, “ბლაუგრანასა” და მორიბას წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ოთხშაბათისთვის გადაიდო.

ილაიშ მორიბა, რომელიც ამჟამად “ბარსელონა ბ-ში” ირიცხება, კატალონიელთა ძირითად გუნდში პირველად გასულ სეზონში გამოჩნდა. მან “ბარსას” პირველ გუნდში 18 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (3)

  • nika 54
    27 ივლ 2021, 11:28

    კატალონიური კლუბი 18 წლის ნახევარმცველის ფინანსურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
    აი ეს განცხადება საკმარისი არ უნდა იყოს გინდა ამ ლაწირაკისთვის გინდა მისი "აგენტებისთვის"? ვერ გიხდიო გუნდი ეუბნება და ესენი როგორ აწვებიან, გინდა თუ არა მომიმატეო. ამისთანა ნაგლობა პირველად მესმის, მე მგონი ლეოს არ ქონია ამხელა ამბიცია, რომელიც 2003 წლიდან გუნდშია და ეს ვინ ჩემი ფეხებია, ლეოს რაც მაგის ასაკში ქონდა გაკეთებული იმის მეასედი ააქვს ამას შექმნილი?
    პატივცემულო მწერლებო, მოდით რა დავისვენოთ ამ ლაწირაკისგან ძალიან გთხოვთ, დაწერეთ მხოლოდ ასეთი სათაურით, "მორიბა გატყდა და დათანხმდა" მანამდე კი სანამ ეს არ მოხდება ნურაფერს დაწერთ, შეგვიბრალეთ ნუ გვალანძღინებთ ამ მაიმუნს.

  • Nikabedinadze
    26 ივლ 2021, 21:28

    წაეთრიოს რა,ლა მასიელი მაინც არ იყოს

  • M10 S9 D11
    26 ივლ 2021, 20:30

    გაასხმევინეთ ბიჭო ამ წურბელას ეს ვინ ყოფილა მოაშორეთ რას ეხვეწებით