კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ნიკო გონსალესმა “ჟიმნასტიკთან” გამართული (4-0), პრესეზონის პირველი მატჩი გამოტოვა, თუმცა მეორეში (“ჟირონასთან”, 3-1) სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა.
Sport-ის ინფორმაციით, “ბლაუგრანას” თავკაცი, რონალდ კუმანი 19 წლის მოთამაშეზე დიდ იმედებს ამყარებს და მომავალში, საყრდენი ნახევარდაცვის პოზიციაზე, სერხიო ბუსკეტსის შეცვლის მთავარ კანდიდატად მიიჩნევს.
გონსალესს, რომელიც ამჟამად სარეზერვო გუნდის წევრია, “ლურჯ-ბროწეულისფერებთან” მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.



ჟირონასთან რამდენიმე კაი პასი გააკეთა საჯარიმოში.
დე იონგი არც განიხილება მაგ პოზიციაზე? რაღაც ნიტოა
azulgerana,
არ ვიცი მეგობარო,მაგრამ რომც დარჩეს დიდი პრობლემა არ იქნება,თან ევროპა ლიგაზეც გაიყვანს იმედია რუბინს და იქ კიდევ უფრო დააკვირდებიან.
მე მგონია ეგ ისევ რუსეთში დარჩება.
უნდა დააწინაურონ პირველ გუნდში უეჭველი❤
კარგი ფეხბურთელი ჩანს და ვნახოთ ჯერ კიდევ ბევრი აქ დასამტკიცებელი.კვარას მილანში გადასვლაზე რას იტყვით? საკმაოდ კარგი იქნება კვარასთვისაც და ჩვენთვისაც