workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
შესაძლოა, გამპერის თასზე მაყურებლები არ დაუშვან

შესაძლოა, გამპერის თასზე მაყურებლები არ დაუშვან

TV3-ის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული ვითარების გამო, შესაძლოა, ჟოან გამპერის თასი, რომელიც 8 აგვისტოსაა ჩანიშნული, გულშემატკივრების გარეშე ჩატარდეს.

ნახსენები წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება საბოლოო არაა და არსებობს შანსი, რომ ამ მატჩს 30 000 ან 50 000 ქომაგი დაესწროს, მაგრამ, დღეის მდგომარეობით, სიტუაცია რთულია.

რონალდ კუმანის გუნდი პრესეზონის პირველ შეხვედრას 21 ივლისს, იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე, “ჟიმნასტიკის” წინააღმდეგ გამართავს, რომელზეც 50%-იანი დასწრებაა დაშვებული (3 000 მაყურებელი), რის შემდეგაც “ჟირონას დაუპირისპირდება – ამავე მოედანზე, იდენტური რაოდენობის ფანების წინაშე.

თუმცა, 2020 წლის 7 მარტს, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის შემდეგ, “ბლაუგრანას” “კამპ ნოუზე” თამაში ცარიელი ტრიბუნების ფონზე უწევს. ბასკებთან შეხვედრისას სტადიონზე, დაახლოებით, 77 000 გულშემატკივარი იმყოფებოდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 21 ივლ 2021, 17:12

    რა თანხებია დაკარგული ამ მაყურებლების გარეშე თამაშით.