AS–ის ცნობით, კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარულმა გოლკიპერმა და ამჟამად კლუბის სპორტულმა დირექტორმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ უახლოეს მომავალში, ბოიან კრკიჩი კლუბს დატოვებს და იტალიაში, კერძოდ კი დედაქალაქურ “რომაში” გადაბარგდება.
“უახლოეს მომავალში კრკიჩი “რომას” ღირსებას დაიცავს. გვსურს, რომ ეს საკითხი მალე გადაიჭრას და სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ამის გამო ფეხბურთელი ვარჯიშიდან გავათავისუფლეთ და საშუალება მივეცით, რომ იმუშაოს ისე, როგორც თვითონ სურს.”– განაცხადა “ბარსას” ექს–გოლკიპერმა.
აქვე მინდა შემოთავაზოთ ბარსამანიის აქტიური მომხმარებლის, Toko-_-Barca–ს მიერ გაკეთებული შესანიშნავი ვიდეო ბოიან კრკიჩზე. ძალიან დიდი მადლობა მას, რადგან ყურად იღო ჩემი თხოვნა და შეასრულა. ვიდეო არის სახალისო და ამავდროულად სევდიანი.
[media=http://www.youtube.com/watch?v=w0hD_pcp7fE]



