“ბარსელონამ” უსმან დემბელესთან მიმართებაში სტრატეგია შეცვალა – Sport-ის ინფორმაციით, მოლაპარაკების მომდევნო ეტაპზე კლუბი ფრანგ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტის გაფორმებას შესთავაზებს, მიმდინარე ზაფხულში კი ტრანსფერზე აღარ იმუშავებს.
თავდაპირველად, კლუბი გეგმავდა, მოქმედი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე (2022 წლის ზაფხული) დემბელე სხვა კლუბში გაეშვა და ტრანსფერიდან ფინანსური მოგება მიეღო, რათა სეზონის ბოლოს მისთვის “ბარსადან” თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის საშუალება არ მიეცა.
მოვლენების ასეთ განვითარებას ხელი ახალგაზრდა შემტევის ტრავმამ შეუშალა, რამაც ტრანსფერის მსურველი კლუბის პოვნა თითქმის შეუძლებელი გახადა.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტში დემბელეს ხელფასი შემცირებული იქნება.




აბა არავის უნდა ეს გატრავმული დემბელე და ჯობია გაუხანგრძლივინ და შემდეგ სეზონში ააცმევინონ ან ზამთარში
ანუ შემცირებული ხელფასის შემთხვევაში აწევს ერთ ადგილს და შეეცდება, რომ სხვაგან მოხიოს
საჩვენებლად ირბენს, დაიხარჯება
მერე შემოთავაზებებიც განიხილება…
სტრატეგია შეცვალა რა, რამე ახალი მოიგონეს? ტრავმა აქვს და არავინ ინვალიდს არ წაიყვანს. მორჩა ბაზარი. კონტრაქტზე არც იფიქრებს. ზაფხულში ვინც მეტს გადაუხდის იქ წავა, ვინმეს ეჭვი ხო არ ეპარება რო ამას ნამუსი არა აქვს.
ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ გრიზმანს საულში ცვლიან და აღარ უნდათ შემტევის გაშვება??
ეს ინვალიდი ესა