ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“Juvenil A” 2 ფეხბურთელით გაძლიერდა

“Juvenil A” 2 ფეხბურთელით გაძლიერდა

“Juvenil A” – მ ახალი მოთამაშეები დაიმატა. ოსკარ გარსიას გუნდმა მეკარე მიგელ ბანიუსი (“ელჩე”) და ნახევარმცველი მიგელ ანხელ საინსი (“რასინგი”) დაიმატა.

 

 მიგელ ბანიუსი სულ ცოტა ხნის წინ გახდა 18 წლის, თუმცა იგი უკვე 16 წლიდან “ელჩეს” პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და ამხანაგური შეხვედრების დიდ ნაწილშიც კი აქვს მონაწილეობა მიღებული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იგი ძალიან კარგად თამაშობს ფეხით, რასაც კატალონიურ გუნდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

 

  მიგელ ანხელ საინსიც 18 წლის გახლავთ. მას თავისუფლად შეუძლია ითამაშოს როგორც ცენტრალურ ნახევარმცველად, ისე მარჯვნივ და მარცხნივაც. ასევე ძალიან კარგად შეუძლია მცველების დახმარება, როცა მეტოქე გუნდი შეტევაზეა. აქვს შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში