workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი ყველა დროის საუკეთესოა, ოქროს ბურთი მან უნდა მოიგოს – გარი ლინეკერი

მესი ყველა დროის საუკეთესოა, ოქროს ბურთი მან უნდა მოიგოს – გარი ლინეკერი

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი, გარი ლინეკერი Twitter-ის მეშვეობით, არგენტინის ნაკრების მიერ კოპა ამერიკის მოგებას ეხმაურება და ლიონელ მესიზე საუბრობს:

“ალბისელესტეს” კოპა ამერიკის მოგებას ვულოცავ. რამდენიმე წარუმატებლობისა და დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, ლეო მესი დიდი სანაკრებო ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ამ გათამაშებაში “ლა პულგა” შესანიშნავად გამოიყურებოდა და, შესაბამისად, “ოქროს ბურთიც” მას ეკუთვნის.
ეჭვგარეშეა, რომ ლიონელი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

34 წლის ვარსკვლავი კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და კარიერაში რიგით მე-7 “ოქროს ბურთის” მოგებას უახლოვდება.

გარდა სანაკრებო მიღწევისა, ლეოს საკლუბო დონეზეც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა – მის ანგარიშზე 47 მატჩი, 38 გოლი და 14 ასისტია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 12 ივლ 2021, 11:20

    ბოლოსკენ ის გოლი, რომ გაეტანა და ფეხი არ დაცდენოდა, ბევრად გაამყარებდა მესის მდგომარეობას.

  • Giorgi99
    schedule 11 ივლ 2021, 23:53

    ვნახოთ, ინგლისმა თუ აიღო, კეინმაც მშვენიაერი სეზონი ჩაატარა,სტერილგმა კიდევ რამდენი ტიტული დადო, პრემიერლიგა,, ევრო, ინგლისის თასი, ლიგის ფინალი

  • M10 S9 D11
    schedule 11 ივლ 2021, 22:26

    მიიღებს კიდევაც ზამთარში კუთვნილ მე-7 ოქროს ბურთს

  • Barca1980
    schedule 11 ივლ 2021, 21:52

    უკვე ვნერვიულობდი ლინეკერის კომენტარი რომ არ ჩანდა , მეთქი ხომ კარგად არის , მესის პირადი ფანითქო . ამას ინგლისის გამარჯვებაზე მეტად , მესის გამარჯვება გაუხარდება 😁😁 ისე , გარის ნაირი თავდამსხმელების , როგორ დეფიციტს განიცდის ფეხბურთი , შევყურებდი გუშინ ლაუტაროს წვალებას და არგენტინის თავდამსხმელები მახსენდებოდა , რომლებმაც ნაკრებში უტიტულოდ დაამთავრეს კარიერა . მარტო ბატი გოლის გახსენება კმარა , ფენომენალური ფორვარდი იყო მართლა .