workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არგენტინა ჩემპიონია – ლეო მესის პირველი ტიტული ნაკრებში!

არგენტინა ჩემპიონია – ლეო მესის პირველი ტიტული ნაკრებში!

ცოტა ხნის წინ დასრულდა კოპა ამერიკის ფინალური დაპირისპირება, რომელიც “მარაკანაზე”, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ, ლიონელ მესის არგენტინამ, ანგარიშით, 1-0 მოიგო.

შეხვედრა “ალბისელესტესთვის” კარგად დაიწყო. 22-ე წუთზე, როდრიგო დე პაულის ბრწყინვალე პასის წყალობით, ანხელ დი მარიამ ბურთი შესანიშნავად დაამუშავა და ედერსონ მორაესს თავზე გადაუგდო.

მეორე ტაიმში ბურთის ფლობაში “სელესაოს” უპირატესობა გაიზარდა და 53-ე წუთზე რიშარლისონმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა, თამაშგარე მდგომარეობის გამო, გოლი არ ჩაითვალა. მალევე, სწორედ მისი უძლიერესი დარტყმა ემილიანო მარტინესმა მოიგერია. ამის შემდეგ არგენტინელებმა თამაში შედარებით გაათანაბრეს და ორმხრივი შეტევები წავიდა, მაგრამ ბევრი სახიფათო მომენტი არ შექმნილა. 88-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა გაბრიელ ბარბოსამ კარგი შანსი მიიღო, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა. თავის მხრივ, ლიონელ სკალონის გუნდმა მეტოქეს ერთ წუთში უპასუხა – როდრიგო დე პაულის ბრწყინვალე პასის შემდეგ ედერსონთან პირისპირ ლეო მესი დარჩა, მაგრამ ამ უკანასკნელს ფეხი დაუცდა.

საბოლოოდ, დი მარიას გოლი გადამწყვეტი გამოდგა, რომელმაც არგენტინასა და ლიონელ მესის ნანატრი ტიტული მოაპოვებინა!

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (26)

  • Golden boy
    schedule 12 ივლ 2021, 12:05
    #26

    ნამდვილად არ ველოდი, არ მეგონა რომ მესიზე დამოკიდებული არგენტინა რამეს მიაღწევდა.

  • Joakim Brodén
    schedule 11 ივლ 2021, 12:58
    #25

    ციტატა: KING_BARCA

    ციტატა: Joakim Brodén

    ციტატა: KING_BARCA
    გილოცავ ლეო, და გილოცავთ ყველას ვინც ვგულშემატკივრობდით ლეოს და არგენტინას, ღმერთმა ბევრი მოგვცეს ესეთი სასიხარულო და ესეთი ბედნიერი დღეები და წუთები, მეფე თასით ხელში, ბრაზილიაში!!! მე 7 დე ოქროს ბურთი ნამდვილად რომ გზაშია…❤️❤️❤️


    მეშვიდ-7-დე, მგონი ესაა სწორი ფორმა


    არამგონია, მარა მგონი ძაან გასაგებად წერია ამ ფორმითაც 🙂


    არამგონია – მგონი, ტავტოლოგიაა ძმააო

  • me da barca
    schedule 11 ივლ 2021, 11:07
    #24

    არ ვიცი მესის ცხონებული მარადონა თარსავდა თუ ბარსა, მაგრამ ამ ორიდან ერთერთის ბრალია მგონი, ან ორივესი.🤗

  • kanja
    schedule 11 ივლ 2021, 10:38
    #23

    barca-5 barca-5 barca-5 არის ნანატრი ტიტული, ისიც ბრაზილიაში მოგებული!.. ბრავო არგენტინა, ბრავო მესი და ბიჭები barca-2 heart_eyes barca-5

    ესეც მეშვიდეეეე… barca-5 barca-5 barca-5 barca-5 barca-5 barca-5 barca-5 barca-2

  • miqens
    schedule 11 ივლ 2021, 09:56
    #22

    ცრემლი ვის მოადგა არ ვიცი მარა მე ვიბღავლე.. ლეო შენ ფეხბურთის ღმერთი ხარ

  • KING_BARCA
    schedule 11 ივლ 2021, 06:46
    #21

    ციტატა: Joakim Brodén

    ციტატა: KING_BARCA
    გილოცავ ლეო, და გილოცავთ ყველას ვინც ვგულშემატკივრობდით ლეოს და არგენტინას, ღმერთმა ბევრი მოგვცეს ესეთი სასიხარულო და ესეთი ბედნიერი დღეები და წუთები, მეფე თასით ხელში, ბრაზილიაში!!! მე 7 დე ოქროს ბურთი ნამდვილად რომ გზაშია…❤️❤️❤️


    მეშვიდ-7-დე, მგონი ესაა სწორი ფორმა


    არამგონია, მარა მგონი ძაან გასაგებად წერია ამ ფორმითაც 🙂