კოპა ამერიკის ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე, კონმებოლმა ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებად ლიონელ მესი და ნეიმარი დაასახელა.
სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ამ გადაწყვეტილებას შემდეგნაირად განმარტავს:
ერთი ფეხბურთელის არჩევა შეუძლებელია, რადგან ამ გათამაშებას ორი საუკეთესო მოთამაშე ჰყავს.
არგენტინელი და ბრაზილიელი მიმდინარე კოპა ამერიკაზე მართლაც ბრწყინვალედ გამოიყურებიან. მესის ანგარიშზე 4 გოლი და 5 საგოლე პასია, ნეიმარის ანგარიშზე კი – 2 გოლი და 3 საგოლე პასი.
ლეო ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ 2015 და 2016 წლებშიც დასახელდა, თუმცა 2016 წელს ტიტულის მიღებაზე უარი განაცხადა. პსჟ-ს თავდამსხმელისთვის აღნიშნული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველია.




ლომი ხარ ლომიიიიი ❤️❤️❤️
გვაოცებს კონმებოლი უფრო და უფრო,საუკეთესოს არჩევაში ვერ შევედავები მაგრამ პირველად ვნახე ტურნირის დასრულებამდე ესეთი გადაწყვეტილება,იქნებ ფინალში რომელიმემ ისეთი რამე გაიჩალიჩოს რომ გუნდის წაგებაში გდამწყვეტი როლი ითამაშოს და მეორე პირიქით