30 ივნისს, ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და, მას შემდეგ, ყოველდღიურად სერიოზული ოდენობის თანხას კარგავს. ამ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.
არგენტინელის წლიური ანაზღაურება “ბარსელონაში” 70 მილიონი ევრო იყო. ფრანგულმა გამოცემამ კი გამოთვალა, რომ, მას შემდეგ, რაც “ლა პულგა” “ბარსას” ფეხბურთელი აღარაა, ის დღეში საშუალოდ 100 000 ევროს კარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეოს დანაკარგი უკვე ერთ მილიონს შეადგენს.
თავის მხრივ, კატალონიური კლუბი ყველანაირად ცდილობს, მესის ახალი ხელშეკრულება გაუფორმოს, რისთვისაც სახელფასო ფონდის გამოთავისუფლებაა საჭირო. ჟოან ლაპორტამ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად მიდის.




ნეიმარი კიარარის ფულს გაეტიროს და ადამიანობას გადააბიჯოს, ეს ლიონელ მესია…ეს მეფე ფეხბურთის, და მაგალითი ადამიანობის😉😍
ოოო არააა (((((( სამი შვილი ყავს სარჩენი (((((
ესეთი ფინალის მერე ყველაზე ნაკლებად იმ ფულის დაკარგვა ადარდებს ეხლა ლეოს
რას ჩივა ამ ფულს გუშინ კოპა ამერიკა მოიგოდა 🖤😃😁👑🇦🇷❤
ბარემ 1 წლიანს მოაწერე ხელი და მსოფლიოსაც მოიგებ და მერე უსევლე მოაწერე თავისუფალი აგენტის პონტი რაღაცნაირად მოუხდა კოპაზე