workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ორი და ორზე მეტი გოლი 11 მატჩში

მესის ორი და ორზე მეტი გოლი 11 მატჩში

 ლეო მესის გენიალურობასა და “ბარსელონას” კარგ სეზონზე მეტყველებს არგენტინელის კიდევ ერთი სტატისტიკური მონაცემი: ლეომ 11 შეხვედრაში ორი და ორ გოლზე მეტი შეაგდო.
  მესიმ წელს გასაოცარი სეზონი ჩაატარა და გაუთანაბრდა კლუბის ყველა დროის ბომბარდირს ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით (რონალდოს; 34 გოლი). ამ გოლებმა არგენტინელს დიდი დახმარება გაუწია როგორც ოქროს ბუცის, ასევე “პიჩიჩის” მოპოვებაში.

სამი “ჰეთთრიკი” პრიმერაში
მესიმ ესპანეთში სამჯერ მოახერხა “ჰეთთრიკის” შესრულება. “ტენერიფე”, “ვალენსია” და “სარაგოსა” არიან გუნდები, რომლებმაც სამ-სამი ბურთი მიიღეს არგენტინელისგან.

ცხრა “დუბლი”
 ლეომ ასევე ცხრაჯერ მოახერხა 2 ბურთის გატანა მოწინააღმდეგის კარში. რამდენიმე მათგანმა “ბარსელონას” უმნიშვნელოვანესი ქულები მოაპოვებინა, მაგალითად მატჩში “ალმერიასთან”(2:2) და “დეპორტივოსთან”(1:3).

ყველანაირი გოლი
 მარცხენა ფეხით, მარჯვენა ფეხით, თავით, ინდივდუალური გარბენებით, ჯარიმებით, პენალტებით და მკერდითაც კი. ლეო მესის ყველა ცნობილი ხერხით გააქვს გოლები და გვაჩვენებს, რომ თანდაყოლილი საგოლე ალღო აქვს, მაგრამ ასევე შეუძლია იყოს უსაზღვროდ კრეატიული, როდესაც თავისი რესურსების გამოყენებას იწყებს.

11 მატჩი
1. “ბარსა”” – “ატლეტიკო” 5-2 (2 გოლი)
2. “რასინგი” – “ბარსა” 1-4 (2 გოლი)
3. “დეპორტივო” – “ბარსა” 1-3 (2 გოლი)
4. “ტენერიფე” – “ბარსა” 0-5 (3 გოლი)
5. “ბარსა” – “სევილია” 4-0 (2 გოლი)
6. “ალმერია” – “ბარსა” 2-2 (2 გოლი)
7. “ბარსა” – “ვალენსია” 3-0 (3 გოლი)
8. “სარაგოსა” – “ბარსა” 2-4 (3 გოლი)
9. “ვილიარეალი” – “ბარსა” 1-4 (2 გოლი)
10. “ბარსა” – “ტენერიფე” 4-1 (2 გოლი)
11. “ბარსა” – “ვალიადოლიდი” 4-0 (2 გოლი)

წყარო: www.fcbarcelona.cat 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward