გერმანიაში არ არსებობს ყოველდღიური სპორტული გაზეთი, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს “Sport Bild”, რომელსაც 4,41 მილიონი მკითხველი ჰყავს. Sport.Es–ის კორესპონდენტი შეხვდა “Sport Bild”–ის რედაქტორს, ესპანური ფეხბურთის სპეციალისტს, რაიმუნდ ხინკოს და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ.
-როგორ ფიქრობთ, დღევანდელი “ბარსა” ყველა დროის საუკეთესოა?
–მე ვიტყოდი, რომ დღევანდელი “ბარსა” ერთ–ერთი საუკეთესოა საკის “მილანთან” და დი სტეფანოს “რეალთან” ერთად.
–იქნებოდა თუ არა “ბარსა” ასეთივე ძლიერი მესის გარეშე? ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ჩავიესტა წარმტების გასაღებია?
–პირველ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. შემიძლია გიპასუხოთ, მაგრამ ეს პასუხი არ იქნება გამართლებული, რადგან ჯერ უნდა ვნახოთ როგორ ითამაშებს კატალონიური გრანდი ლეოს წასვლის შემდეგ. ის, რომ კლუბმა ამდენი ტიტული მოიგო ვუნდერკინდი მესის დამსახურებაა! გავიხსენოთ თუნდაც “უემბლი”. დარწმუნებული ვარ ყველას გახსოვთ, თუ რა ჩაატარა ლეომ! რასაკვირველია არგენტინელის გარეშე “ბარსას” ბევრი მატჩი მოუგია, რადგან მათ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ტიტულები სწორედ ოქროს ბიჭუნას მოაქვს! რაც შეეხება ჩავისა და ინიესტას–ისინი უნიკალურნი არიან, ისევე როგორ ხერარდ პიკე. როგორც მესუთ ოზილმა განაცხადა, ჩავიესტა თავიანთი პასებით მეტოქის მცველებს აძინებენ.
–რა ხდის “ბარსას” ასეთ დიდებულს?
–პირველი იზეზი არის მწვრთნელის ფილოსოფია, რითაც “ბარსა” ყველა დანარჩენი კლუბისგან გამოირჩევა. მეორე მიზეზი კი გუარდიოლას საზრიანობაა.. ის ფეხბურთელებს დახურული კარის მიღმა ამუშავებს და იშვიათად ეკონტაქტება ჟურნალისტებს. “ბარსას” სიძლიერე იმაშია, რომ ეს დახურული ჯგუფია!
–თქვენი თვალთახედვიდან არის თუ არა პეპის “დრიმ თიმ”–ში სუსტი ადგილი?
–შესაძლოა რამდენიმე პოზიციის გაუმჯობესება ახალი ფეხბურთელებით, მაგრამ შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ გუნდი იდეალური და სრულყოფილია. გუარდიოლა ბრწყინვალედ ასხვავებს სუპერვარსკვლავებს, დიდ ვარსკვლავებსა და უბრალოდ ვარსკვლავებს. გუნდში ორი მესი, ორი ინიესტა და ორი ჩავი, რომ ყოფილიყო, “ბარსა” სულ სხვანაირად ითამაშებდა და მათი დონე შედარებით დაბალი იქნებოდა. ჩემი თვალთახედვიდან, სერხიო ბუსკეტსი შეუცვლელი ფიგურაა კატალონიური გრანდისათვის.
–თქვენი აზრით, პეპი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია?
ჩემი აზრით, “ბარსა”. საინტერესოა როგორ ათამაშებს გუნდს მოურინიო. ვფიქრობ კატალონიური გრანდი გაცილებით ძლიერი კლუბია ვიდრე “რეალი”.
–რატომ თამაშობდნენ “ბარსაში” ასე ცოტა გერმანელები?
–იმიტომ, რომ კლუბი ძირითადად ჰოლანდიელებით ინტერესდებოდა, ამ დროს კი გერმანელებს “რეალი” იზიდავდა.და ასევე იმიტომ, რომ კატალონიური კლუბი არ არის ისეთი აქტიური სატრანსფერო ბაზარზე, როგორიც მადრიდულია.
–თანამედროვე გერმანელი ვარსკვლავებიდან ვის გააჩნია “ბარსას” დონე?
–დორტმუნის “ბორუსიას” ვარსკვლავს, მარიო გიოცეს. ასევე ნური შაჰინსაც, მაგრამ ის უკვე “რეალის” ფეხბურთელია. შვაინშტაიგერიც შეეფერება კატალონიურ გრანდს, მაგრამ ის არ არის საკმარისად სწრაფი. მე, რომ “ბარსას” პრეზიდენტი ვიყო, დაუყონებლივ შევიძენდი მარიო გიოცეს! ის გენიაა!
–”Sport Bild”–ის მკითხველები ინტერესდებიან “ბარსათი”?
–დიახ, რა თქმა უნდა! მათი უმრავლესობა კატალონიურ გრანდსა და მის ფეხბურთელებზე გიჟდება! ერთხელ, ჩვენს ფურცლებზე “ბარსაზე” ინფორმაცია შევამცირეთ და მაშინვე უამრავი შეტყობინება მივიღეთ თხოვნით, რომ დაგვებრუნებინა ყველაფერი როგორც ადრე გახლდათ. სურვილი იყო ასევე გაგვეზარდა “ბარსაზე” ინფორმაცია და კატალონიურ გრანდზე მეტი დაწერილიყო ვიდრე “ლა ლიგასა” და მადრიდის “რეალზე.”
ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ და შემოგთავაზებთ ვიდეოს ახალგაზრდა ტალანტისა და ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ფეხბურთელის, მარიო გიოცეს შესახებ
[media=http://www.youtube.com/watch?v=NMDjRtLu_cA]
[media=http://www.youtube.com/watch?v=01z9UE4Dl2s]



