– ცოტა ხნის წინ თქვენ გადახვედით “ბენფიკაში”. რა გრძნობა გეუფლებათ ამასთან დაკავშირებით?
– მე ძალიან კმაყოფილი ვარ. “ბენფიკას” კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს. ჩვენს შორის კონკურენცია იქნება ძირითადში მოხვედრისთვის. მე მოვედი იმისთვის, რომ ბევრი ვიმუშაო და ხარისხიანად გავაკეთო ყველაფერი და რა თქმა უნდა გავიტანო ბევრი გოლი.
– ამასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდები…
– რა თქმა უნდა ეს საუკეთესო ტურნირია, მაგრამ ჩვენ უნდა გავიუმჯობესოთ ხარისი ძირითად ქსელში.
– თქვენ ახალგაზრდა ხართ და რასაკვირველია ცდილობთ ვინმეს შეეჯიბროთ.
– მე ყოველთვის მომწონდა დავიდ ვილია. ის ნამდვილი გოლეადორია. მიზანი მუდმივად კარებისკენ აქვს. რონალდოც ჩემ კუმირებს შორისაა. კიდევ მესი, რონალდინიო და საერთოდ ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც საოცრებებს დგამს მოედანზე.
– თუ ყველაფერი წაგივათ წარმატებულად, არ გეგმავთ საკუთარი თავის ნაკრებში მოსინჯვას?
– არასდროს არ იცი რა მოხდება ხვალ, მაგრამ ყოველთვის უნდა ისწრაფო დასაწყისისთვის. მშვენივრად ვაცნობიერებ, რომ ეს უბრალოდ არ იქნება. ჩვენი ნაკრები ავიდა მაღალ დონეზე. მან მოიგო მუნდიალი და ასევე გვევლინება ევროპის მოქმედ ჩემპიონად. მე ჯერ 24 წლის ვარ. თუ ღმერთი ინებებს შეიძლება ერთ დღეს ჩავატარო საერთაშორისო მატჩი, მაგრამ ახლა ამაში დარწმუნებული არ ვარ.
– გვიამბეთ ლუის ენრიკეზე. რამდენად გამოსარჩევია მისი სტილი?
– მე ვფიქრობ, რომ მას ბევრი საერთო აქვს გვარდიოლასთან. ლუის ენრიკე ყოველთვის მაძლევდა ძვირფას რჩევევებს და ცდილობდა დამხმარებოდა. მე კმაყოფილი ვარ იმ სამი წლით, რომელიც “ბარსელონაში” გავატარე. განსაკუთრებით მადლიერი ვარ მისი იმიტომ, რომ ნებისმიერ მომენტში მეხმარებოდა და გვერდში მედგა. მე ვამაყობ, რომ ლუის ენრიკე ჩემი მწვრთნელი იყო.
– რთულია იყო ფორვარდი და მოხვდე “ბარსას” ძირითად შემადგენლობაში?
– ეს რთული კითხვაა და ვფიქრობ, რომ მისი პასუხი არ არსებობს. შენ ხშირად მიდიხარ იმისთვის, რომ ისევ დაბრუნდე. ან რჩები და ყოველდღე ამტკიცებ, რომ ღირსი ხარ პირველი გუნდის. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ: კლუბის ქვედა ფილიალებში არიან ცოტაოდენი კარგი თავდამსხმელები, მაგრამ მხოლოდ პირველ გუნდში თამაშობენ საუკეთესოები. თუ წავა ერთი, მის ადგილს მეორე ვერ დაიკავებს. ახლა ჩემთვის ნათელია ერთი რამ: “ბარსელონას” მსოფლიოს საუკეთესო კანტერა ჰყავს. მე ბედნიერება მქონდა მეთამაშა “ვალენსიას” კანტერაში, მაგრამ ის ახლოსაც ვერ მივა “ბარსელონას” კანტერასთან. ისინი გატაცებით მუშაობენ, ერთგულები არიან სხვებისაგან გამორჩეული თავიანთი სტილის.



