workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საფრანგეთი-შვეიცარია – ორი ბარსელონელი სასტარტო შემადგენლობაში

საფრანგეთი-შვეიცარია – ორი ბარსელონელი სასტარტო შემადგენლობაში

ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. დიდიე დეშამის რჩეულ თერთმეტეულში “ბარსელონას” 2 ფეხბურთელი მოხვდა.

უსმან დემბელეს მორიგი ტრავმის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის შემადგენლობაში 2 “ბარსელონელი” დარჩა – ანტუან გრიზმანი და კლემან ლანგლე. დღეს ორივეს სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ. გრიზმანი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მისი ძირითადში მოხვედრა გასაკვირი არაა, ლანგლეს კი მოედანზე პირველად ვიხილავთ – მას ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ერთი წუთიც არ უთამაშია.

საფრანგეთისა და შვეიცარიის შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გვთავაზობს.

[media=https://www.facebook.com/www.barcamania.ge/posts/885016002054210]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (22)

  • nika 54
    schedule 29 ივნ 2021, 13:58

    ლანგლე კი იყო სასტარტოში, მაგრამ რათ გინდა. იმიტომაც გააგდო დეშამმა მეორე ტაიმში და ალბათ ნაკრებიდანაც.

  • Don_Andresito
    schedule 29 ივნ 2021, 11:18

    ციტატა: rivaldo80
    სადა ის ხალხი ესპანეთს რომ აკრიტიკებდა და პედრიმ რომ ქვესაჯვიაა??? მაქსიმუმ ჯგუფიდან გავლენ ეგეც საკიტხავიაოო…ვრწმუნდები რომ აქ რეალის ფანები არიან შემოპარულიი…))))))))))))))))


    რეალის არ ვიცი მარა პირველი 2 თამაშით მართლა შეიძლებოდა ეგეთი დასკვნა. პირველ 2 თამაშში ვინც ესპანეთს ფავორიტად ჩათვლიდა ზედმეტად ოპტიმისტი იქნებოდა. მე პირადად მჯეროდა რო მოიხოდებოდნენ იმიტო რო 11 ვე მოთამაშის შეცვლა შეიძლება არანაკლებ კარგი მოთამაშით ისეთი რესურსი აქვთ. ვნახოთ სადამდე მივლენ.