21–ე საუკუნეში “ბარსელონა” პირველად იწყებს ვარჯიშს ახალი ფეხბურთელების გარეშე. კანდიდატები რა თქმა უნდა არსებობენ (ალექსისი და ფაბრეგასი), მაგრამ მათი გადმობირების თემა უკვე “საპნის ოპერად” იქცა და ჯერ–ჯერობით უცნობია მათი გადმოსვლის თარიღიც. ფაბრეგასის ტრანსფერი ვენგერის პოზიციაზეა დამოკიდებული, ხოლო სანჩესის ბედი პოცოს ფინანსურ მოთხოვნების შესაბამისად გადაწყდება.
ეკონომიკურმა კრიზისმა კატალონიელები აიძულა მოეხდინათ ხარჯების ოპტიმიზაცია. ივნისში როსელმა განაცხადა, რომ ახალი ფეხბურთელების შესყიდვისთვის გუნდს 45 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი. აღნიშნული თანხა შესაძლებელია გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ “ბლაუგრანას” რიგებს რომელიმე ფეხბურთელი დატოვებს. გასაყიდ მოთამაშეთა სიას ბოიანი ლიდერობს. ის სავარაუდოდ “რომას” მიაშურებს, ხოლო მის სანაცვლოდ “ლურჯ–ბროწეულისფრები” 12 მილიონ ევროს მიიღებენ. თუმცა ბოიანი კლუბს მანამ არ დატოვებს,სანამ ახალი თავდამსხმლის ვინაობა არ გაირკვევა. “არსენალი” ფაბრეგასში 40 მილიონ ევროს ითხოვს, დაახლოებით იგივეს, რასაც “უდინეზე” სანჩესში. სწორედ ამიტომ კლუბებს შორის მოლაპარაკების ძირითად თემად ფინანსური მხარე რჩება.
ბოლო სამი წლის განმავობში “ბარსელონა” მოსამზადებელ ვარჯიშებამდე მინიმუმ ერთ ახალ ფეხბურთელს ამატებდა საკუთარ რიგებში. 2008/09 სეზონის დასაწყისში გუნდში მოვიდნენ კეიტა, პიკე, ალვეში, კასერესი და გლები. 2009/10 სეზონის დასაწყისში მხოლოდ მაქსველმა შესძლო კონტრაქტის დროულად გაფორმება (იბრაჰიმოვიჩი და ჩიგრინსკი გუნდს ივლისში და აგვისტოში შეუერთდნენ). 2010/11 წლებში გუნდს დავიდ ვილია დაემატა. წინასასეზონო მზადების დაწყებამდე მოასრო კონტრაქტის გამორმება ადრიანომაც. ასე რომ, ლაპორტას პრეზიდენტობის დროს ტრანსფერები უფრო სწრაფად ხორციელდებოდა, ვიდრე როსელის პრზიდენტობისას ხდება.



