ბევრი ესპანური თუ კატალონიური გამოცემის მიხედვით, მემფის დეპაი არაოფიციალურად უკვე “ბარსელონას” ფეხბურთელია და ნიდერლანდელს “ბლაუგრანას” მაისურით ძალიან მალე ვიხილავთ.
თავად დეპაიმ ავსტრიასთან გასამართი შეხვედრის წინ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს მოთმინებისაკენ მოუწოდა და თქვა, რომ უახლოს მომავალში მათ სიახლეებს აუცილებლად გააცნობს.
RAC1-ის ინფორმაციით, მემფისის ტრანსფერის საბოლოოდ გასაფორმებლად მხოლოდ წერილობითი დეტალებია შესათანხმებელი. კონტრაქტის ბოლომდე მიყვანა კი იმ მიზეზით გაიწელა, რომ დეპაიმ ცოტა ხნის წინ ახალი იურისტები აიყვანა.
“ბარსელონაში” იმედი აქვთ, რომ ნიდერლანდელთა ათიანს ოფიციალურად ორშაბათამდე დაიმატებენ. კატალონიელები მზად არიან სამედიცინო პერსონალი ამსტერდამში გაგზავნონ, რათა სამედიცინო შემოწმება მემფისმა იქვე გაიაროს.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მემფისი ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს. მის აქტივში მხოლოდ 1 გოლია და ისიც თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან. ეს გოლი მან ავსტრიას გაუტანა, სწორედ ამ მატჩს რონალდ კუმანიც დაესწრო.




მე მაინც ვერ გავიგე, ვეინალდუმი სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და სხვა ნაკრებში გამოდის? როგორ მოაყომარეს ფრანგებმა ორ დღეში, ჩვენ რო უკვე ერთი თვეა ყოველდღე ველოდებით მაგ ტრანსფერის დასრულებას.
მაგარ ფორმაშია ძაან პროსტა დაბერება შეეტყო ბოლოს ძაან იღლებოდა
მესი რაფორმაშია უყურებთ ვინმე
გოოოოოოოლ გვიდოოოო 1-0
სკალონი დებილია მემგონი დი მარია ისევ სკამზე ყავს არც პარედესი და ისე ვიღაც ნიკო გონსალესს ათამშებს გეგონება ურუგვაი ინდოეთის ნაკრები იყოს
Sashualoze odnav mets gaqachavs, moklebit verafers mogvaklebs da momatebit cotas mainc mogvimatebs, saocrebas ar veli amisgam mara vemxrobi ufasod amis datrevas, grma shemadgenloba da meti resursi mainc iqneba magram es marto ver moagvarebs problemas, aucileblad mosayvania magari centraluri mcveli, albas shemcvleli da magari creatiuli naxmcveli, aucileblad es sami transferi ro gundi moixodos cota
რას ნიშნავს ცუდი სპეციალისტი ინგლისის ნაკრებისგან ორი მაგარი გუნდი შეიკრება ისეთი ფეხბურთელები ყავს და რას ათამაშებს ეს უნიჭო კაციი.კიდევ ერთი მაგალითი რამხელა ძალაა კარგი ტრენერი თანამედროვე ფეხბურთში
ე ბიჭო გაუგზავნეთ ფაქსი მოაწერს ხელს გამოგიგზავნით უკან მოაწერეთ ხელი და ეგაა