ნიდერლანდების ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, ავსტრიის წინააღმდეგ, მეორე გამარჯვება (2-0) მოიპოვა და 1/8 ფინალის საგზური გაინაღდა.
ესპანელი ჟურნალისტის, ნიკ შარმას ინფორმაციით, შეხვედრას “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი დაესწრო. სავარაუდოდ, ის თავისი თანამემამულის, მემფის დეპაის თამაშს აკვირდებოდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გახსნა. ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობებით, უკვე გადაწყვეტილია, რომ დეპაი “ბარსელონაში” გადავა.
ნიდერლანდების ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩს 21 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.




"ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობებით, უკვე გადაწყვეტილია, რომ დეპაი "ბარსელონაში" გადავა".
მე უფრო მეტიც წამიკითხავს აქ: დეპაის კონტრაქტი ფაქტიურად დამთავრებულია-ო
დუმფრიზი ძმაო მთავარი ეგააა
ვან ანჰოლტიც კარგი მცველია უბრალოდ 30ის არი უკვე
სკამის ფერი მიუღია.
ვეინდალი და დე ლიხტიც გამოაყოლე არ მეწყინება :დ
რას ნისნავს დეპაის აკვირდებოდა?:)) წლები წვრთნიდა დეპასი და რა დაკვირვება მაგას უნდა რამე ახალს არმოაჩენს:)