ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” ერთ–ერთი სამიზნე კვლავ ანსალდია

“ბარსას” ერთ–ერთი სამიზნე კვლავ ანსალდია

“Inside Futbol” გვამცნობს, რომ  კატალონიის “ბარსელონას” ინტერესის არეალში კვლავ ყაზანის “რუბინის” 24 წლის მცველი, კრისტიან ანსალდი მოხვდა.

“ბარსას” სურს კარგი მცველი. შესაძლოა სწორედ ანსალდი იყოს ის ფეხბურთელი, რომელიც კატალონიურ გრანდში მოხვდება. აქვე მოგახსენებთ, რომ რუსული კლუბი 24 წლის  მოთამაშეს 12 მილიონ ევროდ შეელევა. თვითონ კრისტიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი სურვილია ამჟამინდელი კლუბის დატოვება და შედარებით ძლიერ ლიგაში გადასვლა.

ასევე, მცველის მიმართ ინტერესს გამოიჩენენ “იუვენტუსი” და “რომა”.  ცოტა ხნის წინ  “რუბინმა” უარით გაისტუმრა  პორტუგალიური  “ბენფიკა”.

                                             შემოგთავაზებთ  მცირე ინფორმაციას ანსალდის შესახებ

სრული სახელი: კრისტიან დანიელი
გვარი: 
ანსალდი
ნაციონალობა: 
არგენტინელი
დაბადების თარიღი: 
1986 წლის 20 სექტემბერი
წლოვანება: 
24
დაბადების ადგილი: 
არგენტინა
პოზიცია:  
მცველი
სიმაღლე: 
178 სანტიმეტრი
წონა: 
73 კილოგრამი

                                                                ვიდეომასალა

                                 [media=http://www.youtube.com/watch?v=vOylSZiOppI]
 
                                 [media=http://www.youtube.com/watch?v=2864ySrcdt0]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში