ჟუნიორ ფირპოს “ბარსელონადან” წასვლა უნდა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელის სურვილი “მილანში” გადასვლაა.
“ბარსამ” ფირპო 2019 წელს დაიმატა. ამ დროიდან ის მარცხენა მცველის პოზიციაზე ჟორდი ალბას ერთადერთი რეალური კონკურენტია, თუმცა მიღებულ სათამაშო დროში თავი განსაკუთრებულად ვერ გამოიჩინა და შესაბამისად, ვერც შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი.
ჟუნიორს მოედანზე მეტი დროის გატარება სურს და მიიჩნევს, რომ “მილანი” ამის გათვალისწინებით კარგი ვარიანტია. მან პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბს უარი უთხრა.
“ბარსელონა” ფეხბურთელის დათმობაზე უარს არ ამბობს, თუმცა შეთანხმების მიღწევამდე გასარკვევია, რა ფორმით დატოვებს ფირპო “კამპ ნოუს”. კატალონიელებს სრული ტრანსფერი სურთ, “მილანის” პრიორიტეტი კი იჯარაა.




იქ ტეო ერნანდესი გაახეხინებს სკამს
გაუშვით მოაშორეთ აქედან
ეს იჯარა უნდა გააუქმონ საერთოდ რა. ყველას უფულოდ უნდა ფეხბურთელების წაყვანა ამ გამოსყიდვას იტყვიან და მერე მოგიგდებენ ნახმარი შმოტკებივით.
თეო თავის დროზე უნდა გვეყიდა. ახლა მილანმა რომც გაყიდოს გაფარჩაკებულ ბარსელონას მეორეხარისხივან თავისუფალ აგენტებზე რომელიც ნადირობს ვინ მიართმევს თეოს? ტიტენჰემი და წვერტონიც კი უფრო მყიდველობით უნარიანია ვიდრე დღევანდელი ბარსელონა. თუ მართლა დაიჯერა ვინმემ რომ წელს ჰოლანდზე და ვინმე წესიერზე გაიწევს ბარსა? ლოცვა, ლოცვა უნდა გავაძლიეროთ კულეებო თუ წარმატება გვინდა☹️
მაღალია, 1.84 და წესით ცენტრალური მცველის პოზიციაზეც ითამაშებს
მილანში იმიტომ უნდა წასვლა, რომ თამაში უნდა და იქ კონკურენციას გაუწევს, აქ კონკურენციის გაწევის უფლებას არავინ იძლევა
აი ამაშია საქმე
მამენტ 3 მცველიან სქემაში ლენგლეს მაგივრად ამას რო ეთამაშა ბევრად კარგ შედეგს დავდებდა, არც ამდენ ქულას დავკარგავდით ჩემი აზრით. ართმევაზე ბევრად კარგია, მარტო იმმიტო არა რო მბაპეს კარგად დაუდგა. სწრაფია ბევრად ჩმორ და ტლანქ ლენგლეზე. და მილანში რო უნდა რა ხდება, ტეო ერნანდესს გაუწევს კონკურენციას? ტოპ 3 მარცხენა მცველში შედის დღეს. ვაფშე უმტიტიც რო დავუმატოთ ფირპოს, პიანიჩიც, ბრაიტიც, ტეოს ვერ გამოვწევთ? იმენა დონეა, ალბას 1 წელიწადში ამოაგდებდა
იჯარა კიარა 15 მილიონი მაიტათ და წაიღეთ :დ
აბა ჰე ჯიგო,შენ იცი.
გზებიც დაგვილოცნია