workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: “ბარსელონამ” გარსია პიმიენტა გაათავისუფლა

ოფიციალურად: “ბარსელონამ” გარსია პიმიენტა გაათავისუფლა

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც “ბარსელონამ” გარსია პიმიენტა სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, რამდენიმე წუთის წინ კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. 

“ბარსა” 46 წლის სპეციალისტს პროფესიონალიზმის, მონდომების, თავდადებისა და ერთგულებისთვის მადლობას უხდის და იღბალსა და წარმატებას უსურვებს. 

ოფიციალურ განცხადებაში გადაწყვეტილების მიზეზზე ნათქვამი არაფერია. 

დიდი ალბათობით, მალე კლუბი პოსტზე სერჟი ბარჟუანის დანიშვნას დააანონსებს. 

პიმიენტა “ბარსელონას” სამწვრთნელო სისტემაში 2006 წლიდან მუშაობდა, “ბარსა ბ-ს” დამრიგებელი კი 2018 წლიდან იყო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • El pistolero 9
    schedule 12 ივნ 2021, 01:02

    წარმატებები პიმიენტას. დარწმუნებული ვარ დიდხანს არ იქნება უმუშევარი

  • ჯერემი რენერი
    schedule 11 ივნ 2021, 23:34

    კუმანი რჩება და ეს კაცი მიდის.. აქ აღარაფერი გვესაქმება 11.06.21

  • me da barca
    schedule 11 ივნ 2021, 22:30

    მთავარ გუნდში ვუპირებდით დანიშვნას და ბარსა ბ-დანაც გაუშვეს?

  • nika 54
    schedule 11 ივნ 2021, 19:08

    ალბათ ბარსა-ბ რო ვერ გადაიყვანა მაგიტომ გაუშვეს.

  • Messi10
    schedule 11 ივნ 2021, 18:40

    ცოტა ტეხავს როგორც გინდა მოიყვანე გააგდე ეგრე არაა თუ კონტრაქტი აქ არ უნა გაუუქმონ ესე მარტივად და თუ არ ენდობიან არ უნდა დაუდონ საერთოდ. "მეტი ვიდრე კლუბი"-ს საქციელს არ გავს