The Guardian-თან ინტერვიუში არგენტინის ნაკრებისა და “უდინეზეს” ფეხბურთელმა, როდრიგო დე პაულმა, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
საუკეთესო კაპიტანი გვყავს. მის საფეხბურთო დონეზე საუბარს საერთოდ არ ვაპირებ, რადგან განხილვის გარეშეც ყველაფერი ნათელია.
როგორც პიროვნება და გზის მაჩვენებელი, მესი უბრალოდ შეუდარებელია. მისი გუნდში ყოფნა ყველაფერს აადვილებს.
როგორც პიროვნება და გზის მაჩვენებელი, მესი უბრალოდ შეუდარებელია. მისი გუნდში ყოფნა ყველაფერს აადვილებს.
მასთან კონტაქტი პირველად 2014 წელს მქონდა, ვალენსია-ბარსელონას მატჩში. ნაკრებში მოხვედრამდე მას არ ვიცნობდი.
წარმოდგენილი მქონდა, რომ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ უწევს ცხოვრება – აეროპორტში რომ მივიდეს, მის ირგვლივ უეცრად 200 ადამიანი გაჩნდება – კონტაქტური არ იქნებოდა, თუმცა მისმა რეალურმა ხასიათმა გამაკვირვა. მას უყვარს მატეს დალევა, უსმენს მუსიკას, თამაშობს ბანქოს… ისე ჩანს, თითქოს ის სხვა განზომილებაში ცხოვრობს, მაგრამ სინამდვილეში ჩვეულებრივი ადამიანია.

არგენტინის ნაკრებს წინა კოპა ამერიკის შემდეგ უკეთესი პერიოდი აქვს. ძლიერ გუნდებთან 9 თუ 10 თამაში წაუგებლად ჩავატარეთ. ვირუსმა პროცესს ხელი შეუშალა, თუმცა, ვფიქრობ ახლა გუნდი კარგ მდგომარეობაშია.
– განაცხადა დე პაულმა.

ისე ვეინალდუმს, გიუნდოგანს და პელეგრინის რო აკვირდებიან ეს ბიჭიც არ თამაშობს ურიგოდ ნაკრებში. კლუბში რას შვება არვიცი უდინეზეს თამაშებს არ ვუყურებ. ატლეტიკო აკვირდება, სიმეონეს უნდაო და ჩვენთვისაც მშვენიერი ვარიანტი იქნებოდა
ეგ ამხანაგური თამაშები იყო და ეხლა ვნახოთ რას იზავენ ტურნირი რომ დაიწყება!
ვერ არის გუნდი ფორმაში, ვერა. 2-0 რო იგებ მეათე წუთზე და დროს გაყვანას იწყებ ხო უნდა იფიქრო რო 80 წუთი დაცვას ვერ ითამაშებ, ამ ლაუტარომ საერთოდ მომშალა სულ მოედანზე ეგდო, ნეიმარი გეგონებოდა.