ანსუ ფატი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს პორტუგალიასთან შეხვედრამდე ვარჯიშისას ესტუმრა. “ბარსას” ახალგაზრდა ტალანტმა ლუის ენრიკესთან და ფეხბურთელებთან შეხვედრის შემდეგ Cuatro-სთან მცირე ინტერვიუც ჩაწერა, სადაც თავის ჯანმრთელეობის მდგომარებაზე ისაუბრა.
ფატის თქმით რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ გუნდს წინასასეზონო მატჩების დროს შეუერთდება.
“თავს კარგად ვგრძნობ, ნელ-ნელა უფრო წინ მივიწევ. ვაპირებ, რომ თავდაუზოგავი შრომა გავაგრძელო, რათა წინასასეზონო შეკრება გუნდთან ერთად გავატარო.”
“მინდა მადლობა გადავუხადო ფედერაციასა და მწვრთნელს მოწვევისათვის. გამიხარდა, რომ თანაგუნდელებს შევხვდი. მათ წარმატებას ვუსურვებ ყველაფერში და იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატს მოვიგებთ.”
ნოემბერში მიღებული ტრავმის სამკურნალოდ ფატიმ რამდენიმე კვირის წინ მე-4 ოპერაცია ჩაიტარა. გასულ სეზონში მან მონაწილეობის მიღება მხოლოდ 10 მატჩში მოასწრო, რა პერიოდშიც აქტივში 5 გოლი და 4 ასისტი ჩაიწერა.




ნეტავ ეს დაბრუნდებოდეს ბომბარდირად. მესისთან და აგუეროსთან ერთად თავდასხმა კაი ჩანს, მაგრამ აი დაცვას რა ეშველება არვიცი.
ისე კუმანის ბედს რა ვუთხარი ეს მაინც ჰყოლოდა…
მენისკი შეუნარჩუნეს ხომ?! მე-4 ართროსკოპია იყო, როგრც მახსოვს და ეგ მიკროჩარევაა, უფრო პროფილაქტიკური მიზნით, არა?
ღმერთო ეს სახსალამათი დაბრუნდეს ახალ სეზონში 🙏🏽❤