დღეს “ბარსელონას” ოფისში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, სადაც რონალდ კუმანის მთავარ მწვრთნელად კიდევ 1 წლით დარჩენა ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად დაადასტურა, კლუბის პრეზიდენტი “ლა მასიის” წლის შემაჯამებელ დაჯილდოების ცერემონიაზე გაემართა.
ლაპორტამ ახალგაზრდა ფეხბურთელები გაამხნევა და მომავალში წარმატებები უსურვა:
“ეს არის კლუბი, სადაც ოცნებები ხდება. “ლა მასია” კი ოცნებების საწარმოა. თქვენ “ბარსას” ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენთ. თქვენ ხართ აწმყო და მომავალი.”
“იყავით მომთმენები, არ გამოტოვოთ არც ერთი ეტაპი და თქვენი ოცნებებიც ახდება. თქვენ მიაღწევთ პირველ გუნდს.”
“ჩვენ, ბორდის თითოეული წევრი თქვენს სამსახურში ვიქნებით, ვინაიდან, “ლა მასიის” მომავალზე მიზნები და გეგმები ჩამოყალიბებული გვაქვს. სწორედ ესაა კლუბის მთავარი საყრდენი.”
“ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ და მინდა სიმართლე გითხრათ. დღეს, შეხვედრისას ვიგრძენი თქვენი განწყობა, ენთუზიაზმი და სურვილი, რათა კლუბი უფრო წარმატებული გახადოთ.”
“დღეს ჩემთვის ერთი რამ ნათელია და ამას თქვენც მიხვდებით. აქ, “ლა მასიაში”, ჩვენ ვწვრთნით ათლეტებს, მაგრამ, პირველ რიგში, ვზრდით ადამიანებს და დღეს თქვენ მაჩვენეთ, რომ დიდებული ადამიანები ხართ.”
საზეიმო ცერემონიაზე ლაპორტამ ასაკობრივი გუნდების გამორჩეული ფეხბურთელები დააჯილდოვა და ასევე თითოეულ მათგანს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.




ხო მოიტეხა ლავიწი, ყველაფერი წინაა. გეშინოდეს ბართო.
კარგი ხარ ნინა მაგრამ ჩქარი😅ჩემო ნინა ოცნების მსგავსად 2 საპრეზიდენტო ვადა ნაციონალების დაჭერებს ხოარ მოანდომებს და გაყინავს კლუბს 1 ადგილზე როგორც საქართველო ბუქსაობს ოცნების ხელში🙃მოვა აჩკარიკას დროც.
ეს ყველაფერი კარგი კა მასიას რომ არ ტოვებს უყურადღებოდ,მაგრამ კუმანის დატოვება ეს ტრანსფერები,თანაც იმედი მქონდა ბართომეუს მოკითხავდა ჩადენილის გამო მაგრამ მართლა ხახვივით შერჩა ყველაფერი.
ერთი რამის გამოსწორება მინდა ლა მასიაში. ფიზიკურად უფრო ძლიერები უნდა იყვნენ. მთალდ იმას კი არ ვიზახი რომ გადაწვით ბიჭებითქო უბრაპოდ ნორმაზე ავიდეს რომ ძლიერი გუნდი გვყავდეს ფიზიკის კუთხით…
აუ რა საშინელებაა ეს ლაუტარო მარტინესიიი რეებს იგონებს ვერც ასრულებს თან
Kii, daje lisandro martinez skamze uzit, uteslesi bavshvia… Sakmaod normaluri da kai gundi shekra skalonim, aqvs am gunds potenciali, am copas da momaval msiflios sakaifod unda shexvdnen.
აუ სად მიწვდა ბრავო რა ჯარიმა გაქონდა მესის ფუ შენი რააა
არგეტინა ჩილეს ვუყურებ და რომერო რომაა მცველი ძაან მაგარი ბიჭი ჩანს
ეს კაცი ჩრდილში იყო და ბართომეუ ნაგავი ედგა კლუბს სათავეში. წიწილებიც დავითვალეთ, მაგრამ პასუხი არავინ აგებინა და შერჩა ხახვივით.