ბილბაოს “ატლეტიკის” ახალმა დამრიგებელმა, მარსელო ბიელსამ მხარი დაუჭირა ალექსისს სანჩესს, რომელიც მალე კატალონიურ “ბარსელონაში” გადაბარგდება.
საიტის მომხმარებელთა უმეტესობამ იცის თუ რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან “უდინეზეს” თავდამსხმელსა და ბიელსას, ხოლო ვინც არ იცის, თქვენი ნებართვით საქმის კურსში ჩავაყენებ. ყველაფერი ძალზედ მარტივია. არგენტინელი ხომ ჩილეს ეროვნული ნაკრების ხოყილი მწვრთნელია და სწორედ მან ყველაზე უკეთ იცის ალექსისის სუსტი და ძლიერი მხარეები.
“მართალია, რომ სანჩესი ოფიციალურად ჯერჯერობით “ბარსას” ფეხბურთელი არ არის, მაგრამ ის კატალონიური გრანდის ნაწილი მაქსიმუმ რამდენიმე დღეში გახდება” – გვარწმუნებს ბიელსა. “მოხარული ვარ იმით, რომ სანჩესი სწორედ “ლურჯ–ბროწეულისფერ” ფორმას მოირგებს, რადგან ეს ის შემთხვევაა, როდესაც კლუბი და ფეხბურთელი ისე შეესაბამება ერთმანეთს, რომ უკეთესად არ შეიძლება” – დაასრულა ბიელსამ.