ცოტა ხნის წინ დასრულდა ევროპის წამყვანი ჩემპიონატები – ახლა კი SofaScore ტოპ 5 ლიგის 2020/21 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებს გვთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ სიაში ერთი “ბარსელონელი” – ლიონელ მესი მოხვდა, რომელმაც სიმბოლური გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება, 8.33 ქულა მიიღო.
სრული თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:
კეილორ ნავასი (პსჟ); კირან ტრიპიერი (“ატლეტიკო”), ჟოზე ფონტე (“ლილი”), მატს ჰუმელსი (“დორტმუნდი”), რაფაელ გერეირუ (“დორტმუნდი”); კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”), იოზუა კიმიხი (“ბაიერნი”), ტონი კროოსი (“რეალი”); ლიონელ მესი (“ბარსელონა”); რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”).
ოქროს ბურთის მომავალი პრეტენდენტები სად არიან. მბაპე, ჰოლანდი, ნეიმარი, რონალდუ…
თუ ეს სათადარიგოების გუნდია.
დე ბრუინი ჩემი საყვარელი იგროკია მარა წელს ბევრი გაუცდა. კროოსი ჩვეული კროოსი იყო, უტიტულო და უღიმღამო წელი ქონდა. ბრუნო რატო ვერ მოხვდა ვერ ვხვდები 18 გოლი შეაგდო და 10 ზე მეტი ასისტი დადო მარტო პრემიერ ლიგაში. მიულერიც მაგარი შედეგიანი იყო და დაცვის ცენტრში რუბენ დიაშზე მეტი შეფასება ორ ლუზერს, ჰუმელსს და ფონტეს როგორ აქვთ? ვინ აფასებდა?
კრიშტო მოტეხეს 😂😂
გაუჭირდებოდა