workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი ბარსელონაში დაბრუნდა

ტერ შტეგენი ბარსელონაში დაბრუნდა

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ოპერაციის შემდეგ ბარსელონაში დაბრუნდა. ის აეროპორტიდან ყავარჯნებით გამოსვლისას შენიშნეს. კადრებს Esport3 აქვეყნებს.

თავდაპირველად საუბარი იყო, რომ გერმანელს 3-4 თვე გაუცდებოდა. თუმცა, ბოლო და უფრო სანდო ცნობების მიხედვით, რეაბილიტაციას 2 თვეზე ოდნავ მეტი დასჭირდება. ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო ტურის მატჩში, “ეიბართან” მის ნაცვლად ნეტუ ან ინიაკი პენია ითამაშებს.

წელს ტერ შტეგენმა მონაწილეობა 42 მატჩში მიიღო, 50 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 14-ჯერ შეინახა.

გერმანელის ტრავმისა და ოპერაციის ფონზე კატალონიელებმა ახალი მეკარის ძიება დაიწყეს. ინიაკი პენიას ძირითად გუნდში დაწინაურებაზე საუბარი მიმდინარეობს, თუმცა ტრანსფერის სახით რომელიმე მეკარის დამატებაც არაა გამორიცხული. ბოლო დროს ანდრე ონანას ვარიანტმაც გაიჟღერა, თუმცა კამერუნელ მოთამაშეს აკრძალული პრეპარატების გამოყენების გამო 12-თვიანი დისკვალიფიკაცია აქვს მისჯილი. ამ დისკვალიფიკაციის გასაბათილებლად და მის გასამართლებლად კი სასამართლო პროცესი ივნისშია ჩანიშნული. ონანა “ლა მასიის” აღზრდილია და “აიაქსის” სპორტული დირექტორის, მარკ ოვერმარსის დაპირების გამო “ბარსელონას” ხელმძღვანელობას მისი შედარებით ნაკლებ ფასად შეძენის იმედი აქვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 22 მაი 2021, 17:48

    იმედია ფატის ბედი არ ელის ამასაც. ვეღარ ვენდობი ამათ სამედიცინო "შტაბს"

  • El pistolero 9
    schedule 22 მაი 2021, 00:35

    ვფიქრობ კოპა დელ რეისთვის პენიაც საკმარისი იქნება