workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

ტერ შტეგენის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მუხლის ოთხთავა კუნთის მყესზე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. 

მარჯვენა მუხლის რეაბილიტაციისთვის საჭირო კონკრეტულ დროზე ჯერ არაფერი თქმულა, თუმცა, AS-ის ინფორმაციით, გერმანელ კარის დარაჯს მინიმუმ 2 თვე გაუცდება. უარეს შემთხვევაში კი გერმანელის დაბრუნებამ, შესაძლოა, ნახევარი თვით გადაიწიოს.

თავდაპირველად მარკმა ოპერაცია წინა წლის ზაფხულში ჩაიტარა, თუმცა ტკივილი ისევ აწუხებდა. ამიტომ, მან ევრო 2020-ის გამოტოვება, შვედეთში გამგზავრება და სხვა ქირურგთან ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. თავად იმედი აქვს, რომ ხელმეორე ქირურგიული ჩარევა უკვე საბოლოო შედეგის მომტანი იქნება და მუხლის არეში დისკომფორტს საერთოდ აღარც იგრძნობს.

მისი არყოფნის პირობებში “ბარსელონამ” სხვა მეკარის ძიება უკვე დაიწყო. ყველაზე რეალურ ვარიანტად ინიაკი პენიას ძირითად გუნდში დაწინაურება განიხილება. ასევე საუბარია ონანას დაბრუნებაზეც, თუმცა კამერუნელს ჯერ ივნისში ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე გამართლება და მისჯილი დისკვალიფიკაციის გაბათილება სჭირდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 21 მაი 2021, 16:33

    დაანებეთ ამ ონანას თავი, სანამ მაგის სასამართლო და მერე დისკვალიფიკაცია გაივლის, შტეგენიც დაბრუნდება რა.

  • El pistolero 9
    schedule 21 მაი 2021, 09:10

    იმედია მალე დაბრუნდება შტეგოო

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 21 მაი 2021, 08:07

    BEQA BARCA,
    გვჭირდება ჩვენი ლომი

  • datio
    schedule 21 მაი 2021, 07:45

    me da barca,
    მამუკა ახლობელია, კარგი ბიჭია. თან ბავშვობიდანვე ბარსელონას თავგადაკლული გულშემატკივარია!
    მაგრამ რამდენიმე დეტალში არ ვეთანხმები 🙂
    1. ვალვერდეს რაც მე ვლანძღავდი ისეთი უნდა, მაგრამ 4-4-2 ნეიმარის წასვლის და 3 სეზონის განმავლობაში მაერცხენა გარემარბის ვერ მოყვანის ბრალი უფრო იყო, ვიდრე ვალვერდესი 🙂
    2. დაცვაშიი იმხელა პრობლემა იყო, რომ საშუალო და დაბალ ბლოკში დაცვის დაწევა უფრო იძულება მგონია. თან ამას ისიც დაემატა რომ მარცხნივ გარემარბი (ვინგერი) აღარ გვყავდა, მარჯვნივ კი მესია, რომელიც ფაქტიურად წლები აღარ დარბის. ჰოდა კონტრშეტევაც ფაქტიურად მხოლოდ ალბას იმედადღა დარჩა
    3. კუმანს ძალიან სერიოზული პრობლემები დახვდა, წყნარ ბარსელონაში რომ მოულიყო ბევრად უფრო მეტის მიღწევის შანსი ექნებოდა
    პ.ს. თუმცა იმაში ვეთანხმები, რომ ახალი ფეხბურთელების და ახალი თავკაცის გარეშე არაფერი გამოვა

  • BEQA BARCA
    schedule 21 მაი 2021, 07:39

    ეს მწყობრშიბუნდა გვყავდეს მომავალი სეზონიდან!!❤

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 21 მაი 2021, 03:26

    კარგიაა ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდება

  • me da barca
    schedule 21 მაი 2021, 00:01

    Cristalsport.ge-ზე მამუკა კუკულაძის სტატია წავიკითხე ბარსაზე და კუმანზე. კარგად წერია თუ რა როლი აქვს მწვრთნელს გუნდში, როგორ დააწვა ყველაფერი მესის და ასე შემდეგ. ვისაც გაინტერესებთ წაიკითხეთ.

  • M10 S9 D11
    schedule 20 მაი 2021, 23:50

    სამედიცინო შტაბი კი არა სალობიეაა გაყაროს ეგენიც ლაპორტამ