workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრანსიშკუ ტრინკაუ ევრო 2020-ის განაცხადში ვერ მოხვდა

ფრანსიშკუ ტრინკაუ ევრო 2020-ის განაცხადში ვერ მოხვდა

“ბარსელონას” 21 წლის ნახევარმცველი ფრანსიშკუ ტრინკაუ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა და შესაბამისად, მას ევრო 2020-ზე ვერ ვიხილავთ.

მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო შემადგენლობაში ტრინაკუს სახელი ფიგურირებდა, ფერნანდუ სანტუშმა ის 26-კაციან განაცხადში არ შეიყვანა.

მარტში, ბოლო სანაკრებო პაუზისას, ის 21-წლამდელთა ნაკრებს ეხმარებოდა, თუმცა იქამდე ეროვნული ნაკრების რიგებშიც თამაშობდა.

წელს ტრინაკუს “ბარსას” მაისურით 26 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მის აქტივში კი 3 გოლი და 2 ასისტია. 

პორტუგალიელთა სრული შემადგენლობა კი შეგიძლიათ აქ იხილოთ:

“ბლაუგრანას” ევროპის ჩემპიონატზე წარმომადგენლები 4 ქვეყანაში ეყოლება, ესპანეთში, საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და დანიაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • Ramaz
    schedule 21 მაი 2021, 23:50

    antonio,
    შენი ფაფხურობდა ბარსაში: D ტიპი გუნდის ხერხემალი იყო

    ციტატა: Ramaz
    antonio,
    დეკუ ფაფხურობდა ბარსაში: D ტიპი გუნდის ხერხემალი იყო

  • nika 54
    schedule 21 მაი 2021, 16:26

    კაროჩე გავუფუჭეთ ამას კარიერა ხომ. აბა უთამაშებელს ვინ წაიყვანს ნაკრებში?

  • B.A.r.c.A
    schedule 21 მაი 2021, 10:23

    პორტუგალიის ნაკრებში დაფრინავენ ხალხი ამას ვინ მიასუნინებს

  • Giorgi99
    schedule 21 მაი 2021, 09:51

    კაი ფეხბურთელია, მაგრამ ბარსას უფრო მაღალი დონე სჭირდება.

  • El pistolero 9
    schedule 21 მაი 2021, 09:15

    არადა ამას კარგი პერიოდი ჰქონდა ბეტისს რომ შეუგდო მას შემდეგ,მაგრამ კუმანმა სკამი.გაახეხინა

  • Barca for life
    schedule 21 მაი 2021, 08:23

    ტრინაკო ბრაგაში თამაშისას გაცილებით უფრო მომწონდა, ხშირად ვაკვირდებოდი და დარწმუნებული ვიყავი რომ ჩვენთან აუცილებლად გაამართლებდა. ამასთანავე ახლა ბრაგადან ბარსაში გადმოსულ 20 წლის ბიჭს პირველივე წელს სასწაულების გაკეთებაც არ უნდა მოთხოვო, მითუმეტეს იმ გუნდში სადაც გრიზმანი საერთოდ ინერტულია და დემბელე ფაფხურობს.
    ახალგაზრდებს დრო ჭირდებათ ფორმაციასთან მოსარგებად და ასათამაშებლად, აი ტრინკაო როცა ათამაშდა სკამზე მაშინ დასვეს ( კუმანის ადეკვატურობა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა რა) ხოდა ეგრე რომ მოგექცევა მწვრთნელი ახალ მოსულ კაცს, რომ სეზონის ნახევარი ვაბშე დაგიკიდა და არანაირი მიზეზის გამო არ გათამაშა, რავიცი რავიცი..
    მგონია რომ ამ ბიჭს ნორმალური მწვრთნელი და დრო ჭირდება განსანვითარებლად, ისე კი კოჭებში ეტყობა რამხელა პოტენციალიც აქვს.

  • Barca1980
    schedule 21 მაი 2021, 08:06

    ტრინკაუს რეგრესი , რომ თავიდან ბოლომდე კუმანის კისერზეა , მაგას არ ჭირდება მტკიცება , როცა ათამაშდა და მნიშვნელოვანი გოლებიც გაიტანა , იმის მერე სკამიდან არ ააყენა ტიპი . ეშველება მაგას კიდევ , შემდეგი მწვრთნელი დაალაგებს იმედია . მე უფრო სხვა რამეს ველოდები ევროპაზე , და იმედია ჩემი ეჭვები არ გამართლდება და ევროპის ჩემპიონატის მერე აინტრახტელი სილვას ფასი არ გასამმაგდება . არ არის ცუდი თავდამსხმელი და გამოჩნდება ევროპაზე .

  • antonio
    schedule 21 მაი 2021, 07:13

    ციტატა: cezo45
    ეს პორტუგალიელები ვერ ქმარტლებენ ბარსელონას სტილს ერთი დეკუ იყო ცოტას რო ფაფხურობდა ბარსაში მარა რაც პორტუში იყო იმის ნახევარს ვერ აკეტებდა ბარსაში ვერც ეგ

    ფიგუ?

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 21 მაი 2021, 04:53

    ვაცადოთ ცოტა და გაიხსნება

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 21 მაი 2021, 03:24

    ეჰჰ აქ არაფერ შუაშია მაგრამ თუ დაკვირვებიხართ როგორ გვაკლია მასკერანო…პუიოლზე აღარ გავიწევ ეგ ისედაც ნათელია რომ გუნდმა მისი ადგილი უბრალოდ ვერ შეავსო კიარადა საერთოდ ოდნავადაც ვერ შეავსო მაგრამ აი მასკერანო რატომღაც ბევრისგან დაუფასებელი და ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელიაა ჩაჯმული პიკეს როლსაც ეგ ითვისებდა და პრაქტიკულად ცენტრი მაგას ეჭირაა ვარდნები ჰქონდა სასწაული რაღაც ხოდაა ამ უნარშეზღუდულებს დღეს რომ ვუყურებთ რავი ყველას ერთად აღებულს სჯობს ნუ რაც მთავარია ჩაჯმულის მენტალიტეტი არ ჰქონდა @ლენგლესგან განსხვავებით

  • KING_BARCA
    schedule 21 მაი 2021, 03:16

    იმედი მქონდა ამ ბიჭის…

  • M10 S9 D11
    schedule 21 მაი 2021, 01:32

    ტალანტი გვეგონა და მაგარი კვერცხი გამოდგა ნუ კუმანმაც არ ათამაშა მარა იმ ერთი თამაშის მეტი დუბლი რო გაიტანა არაფერ იუკეთებია

  • Iniesta_8
    schedule 21 მაი 2021, 01:03

    თუ კლუბში არ თამაშობ, არც ნაკრებში გათამაშებენ. მითუმეტეს არაფერში სჭირდებათ ტრინკაუ, ფელიქსი ზამენაზე უზით და ეს ბურთის მიმტანადაც არ დასჭირდებათ.

  • cezo45
    schedule 21 მაი 2021, 00:38

    ეს პორტუგალიელები ვერ ქმარტლებენ ბარსელონას სტილს ერთი დეკუ იყო ცოტას რო ფაფხურობდა ბარსაში მარა რაც პორტუში იყო იმის ნახევარს ვერ აკეტებდა ბარსაში ვერც ეგ

  • rivaldo80
    schedule 21 მაი 2021, 00:30

    ტალანტი ვიყიდეთ რომელიც ნაკრებშიც კი ვერ ხვდება თან სად პორტუგალიაშიი ჰაჰაჰაა აი ესაა ბართუშას მართველობის შედეგები