workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესი საფეხბურთო სკოლის გახსნას გეგმავს

ლიონელ მესი საფეხბურთო სკოლის გახსნას გეგმავს

ლიონელ მესის საფეხბურთო სკოლის გახსნა სურს. “ბარსელონას” კაპიტანი აპირებს, პროექტი სოფელ გარაფის ტერიტორიაზე განახორციელოს, რომელიც ზღვის ნაპირთან მდებარეობს და კასტელდეფელსიდან, სადაც მესი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, 12 კმ-ითაა დაშორებული. 

ინფორმაციას ესპანური Culemania ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, უძრავი ქონების კომპანია, რომელიც არგენტინელ სუპერვარსკვლავთან თანამშრომლობს, 20 ათასი კვ. მ. ფართობის მიწას შეისყიდის, სადაც სულ მცირე 2 მოედანი, საცხოვრებელი და სხვა დაწესებულებები განთავსდება. 

პროექტი ჯერ მხოლოდ დაგეგმვის ფაზაშია და მესისა და მისი პარტნიორების მხრიდან კონკრეტული მოქმედებები ამ დრომდე არ ყოფილა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • C.PC5
    schedule 15 მაი 2021, 19:45

    ციტატა: nika 54

    ციტატა: C.PC5
    20 ათასი კვ. მ


    აქ ნულები ასოებით უწერიათ " 20 ათასი კვ. მ" ათასი ეს სამი ნოლია დამატებით


    უი შენ როარ გეთქვა კიარ ვიცოდი ათასი სამი ნულით რო იწერებოდა😂😂😂 შეასწორეს და მიტოა მასე

  • nika 54
    schedule 15 მაი 2021, 13:45

    ციტატა: C.PC5
    20 ათასი კვ. მ


    აქ ნულები ასოებით უწერიათ " 20 ათასი კვ. მ" ათასი ეს სამი ნოლია დამატებით

  • Messi,suaresu,neimari
    schedule 15 მაი 2021, 13:29

    C.PC5C.PC5,
    20 ათასი წერია გაიხედე თვალებში😀😀

    MARI=BARCA-fan,
    ათასი რაუყავი?😀😀

  • MARADONA1968
    schedule 14 მაი 2021, 20:15

    ძაან მაგარია

  • ჩავი
    schedule 14 მაი 2021, 19:40

    ერთი ბათუმშიც გახსნას კაი იქნებოდა

  • Albicelecte
    schedule 14 მაი 2021, 19:22

    ეგ იმას ნიშნავს, რომ არსადაც არ აპირებს წავლას და კარიერის ბოლომდე აქ იქნება;
    მეტიც, კარიერის დასრულების შემდეგ დირექტორატში დაიკავებს ადგილს და ლა მასიას დაეხმარება ისე, როგორც საჭიროა

    აბა ვინ ყიდდით და აგდებდით გუნდიდან და ვის მიგაჩნიათ, რომ მისი მოშორებით უნდა დაიწყოს "ახალი ბარსას მშენებლობა"?!?!?!?!?!?!?!?!?!
    რომელი ხართ მესიზე დიდი კულე? რომელს გაქვთ ძარღვებშI ლეოზე უფრო ლურჯ-ბროწეულისფერი სისხლი?!?!?!?!?!?!
    barca-1 barca-5 barca-5 barca-5 barca-5 +++++++++++++++++

  • El pistolero 9
    schedule 14 მაი 2021, 17:46

    მანემ კლოპს მანჩესტერთან მატჩის შემდეგ ხელი არ ჩამოართვა. შესაძლოა კონფლიქტსაც აქვს ადგილი და შეიძლება სადიოს დათრევაზე ჩალიჩი.ლივერპული დემბელეს ეპოტინება და გავუცვალოთ.მისწრებაა პრემიერლიგა დამბოსთვის გაიგდოს და ირბინოს მაინც მარტო ეგ იცის და ჩვენ უკლასნესი მანე დაგვრჩება.

  • geobcn33
    schedule 14 მაი 2021, 16:52

    სოფელი გარაფი მომეწონა😀😀 ნეტა ჩვენც გვქონდეს გარაფის ნაირი სოფლები😀😀 გარაფი არის ბარსელონას შემოგარენი პატარა ქალაქივით ზღვისპირა როგორც დანარჩენი სხვა, ისე ძაან ხშირად სტუმრობს იქაურ რესტორანს ფრენკი და მისი ცოლი:)

  • C.PC5
    schedule 14 მაი 2021, 16:34

    20 კვ. მ. ფართობის მიწას შეისყიდის,

    აქ იმედია ნულები აკლია🙏

  • MARI=BARCA-fan
    schedule 14 მაი 2021, 16:31

    წყაროს ცნობით, უძრავი ქონების კომპანია, რომელიც არგენტინელ სუპერვარსკვლავთან თანამშრომლობს, 20 კვ. მ. ფართობის მიწას შეისყიდის, სადაც სულ მცირე 2 მოედანი, საცხოვრებელი და სხვა დაწესებულებები განთავსდება.

    laughing 20 კვ.მ. ერთი საძინებელია და რა ვიცი, ჩემს შვილებსაც გაუხარდებოდათ სახლში სტადიონი, თანაც ორი! joy joy joy