workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აპრილის თვის გათამაშება

აპრილის თვის გათამაშება

ბარსამანიაზე გათამაშების დღეც მოვიდა. დღეს გამოვავლენთ კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც ბარსელონას 2-კაციანი საგზურის გათამაშებაში ჩაერთვება.

აპრილის თვეში გათამაშებაში მონაწილეობს თვის განმავლობაში ყველაზე მეტი კომენტარის ავტორი 10 მომხმარებელი.

ყურადღება: მომდევნო თვიდან გათამაშების წესი იცვლება. გათამაშებაში მონაწილეობა დამოკიდებული აღარ იქნება კომენტარების რაოდენობაზე. მონაწილეობის მიღება შეეძლება ჩვენი საიტის ყველა რეგისტრირებულ წევრს, რომელიც გათამაშების წესებს აკმაყოფილებს, იმის მიუხედავად, თუ რამდენ კომენტარს წერს. ასევე იცვლება ისიც, რომ ყოველი თვის ბოლოს კითხვები დაისმება მხოლოდ გასული ერთი თვის განმავლობაში ჩვენს საიტზე დამატებული მასალებიდან.

დღევანდელი გათამაშების კითხვა: ვინ უკაპიტნა “ბარსელონას” ქალთა გუნდს “კამპ ნოუზე” გამართულ ისტორიაში პირველ თამაშში, “ესპანიოლის” წინააღმდეგ?

მონაწილე მომხმარებლებმა კითხვაზე პასუხი უნდა გაუგზავნონ საიტის ადმინისტრაციას ამ ფორმის საშუალებით. გამარჯვებული იქნება ის, ვინც კითხვას სწორ პასუხს პირველი გასცემს. ერთი მომხმარებლისგან მიიღება მხოლოდ 1 პასუხი.

აპრილის თვეში დაწერილი კომენტარების რაოდენობის მიხედვით დღევანდელ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ შემდეგ მომხმარებლებს: nika 54, El pistolero 9, M10 S9 D11, me da barca, Clever liar, Joakim Brodén, Nini, Anano_Ch, Diana, Iniesta_8.

გაეცანი გათამაშების წესებს დეტალურად.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 02 მაი 2021, 16:20

    წარმატებები ყველას.

  • barcaman
    schedule 01 მაი 2021, 10:40

    ციტატა: Iniesta_8
    კი დამავიწყდა შემოსვლა მარა ეს რა კითხვაა? გულწრფელად თქვით დაგუგვლის გარეშე რამდენმა იცოდით პასუხი smile


    სტატია გვაქვს მიძღვნილი ამ ამბისთვის.
    ყველა კითხვაზე პასუხი მოიძებნება ჩვენ საიტზე.

  • Always cule
    schedule 01 მაი 2021, 00:46

    Iniesta_8,
    მე ვიცოდი, იმიტომ რომ თვალს ვადევნებ ხშირად

  • Iniesta_8
    schedule 01 მაი 2021, 00:31

    კი დამავიწყდა შემოსვლა მარა ეს რა კითხვაა? გულწრფელად თქვით დაგუგვლის გარეშე რამდენმა იცოდით პასუხი smile