workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას უარი პარი სენ-ჟერმენს

ბარსელონას უარი პარი სენ-ჟერმენს

“პარი სენ-ჟერმენი” მზად იყო “ბარსელონასთვის” ემერსონში 15 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა ფრანგები უარით გაისტუმრა.

ემერსონი “ბეტისში” თამაშობს და საკმაოდ კარგადაც. ბრაზილიელი მარჯვენა მცველის სატრანსფერო უფლებების 50%-ს “ბარსელონა” ფლობს, რომელსაც დანარჩენი 50%-ის 9 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს. გავრცელებული ცნობებით “ბლაუგრანა” ამ უფლებას გამოიყენებს და თუ ფინანსურად მიმზიდველი წინადადება არ მიიღო, ფეხბურთელს მომდევნო სეზონისთვის გუნდში დაიტოვებს.

Mundo Deportivo-ს ცნობით პსჟ-მ 22 წლის ფეხბურთელის 15 მილიონად შეძენის სურვილი გამოთქვა. ეს ნიშნავდა, რომ “ბარსა” მხოლოდ 6 მილიონის მოგებას ნახავდა და გასაკვირი არაა, რომ კატალონიელებმა პარიზელები უარით გაისტუმრეს. გავრცელებული ინფორმაციით “ბარსა” სამხრეთ ამერიკელის 25 მილიონ ევროზე ნაკლებად გაყიდვას არ განიხილავს.

ემერსონი სევილიურ გუნდში მე-2 სეზონს ატარებს. მისი მონაგარი 74 შეხვედრაში 5 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 28 აპრ 2021, 22:28

    ეიფფ, რა ბიჭია სურათზე?! ნებისმიერ ქალს დარჩება თვალები ზედ. satisfied

  • El pistolero 9
    schedule 28 აპრ 2021, 16:12

    ვნახოთ რას იზამს კლუბში

  • nika 54
    schedule 28 აპრ 2021, 14:44

    მერე მისცენ უფასოდ, საჩუქარიაო უთხრან და იმათაც გვისახსოვრონ ნეიმარი.

    ციტატა: Maradona
    ბიჭო ცუდი სტატისტიკა არაა მარა , ძაან ჯლაგუნა ტიპია


    იყოს ჯლაგუნა, რაც მთავარია შეიხს მოსწონებია. მიყვნენ ეხლა და დემბელეც შეაპარონ და ასე შემდეგ. იქნება ნეიმარი დავტყუოთ. თუ ჭკუა შერჩა იმ ისედაც უტვინო შეიხს მიხვდება რომ გაისად მაინს უსიტყვოდ მოვა ნეიმარი და წელიწადს ტყუილად ნუ დაკარგავენ. გააძლიერონ გუნდი.

  • GiorgiGabe99
    schedule 28 აპრ 2021, 12:02

    აი 100% ით ვარ დარწმუნებული რო ბართომეუ დათანხმდებოდა ამ შემოთავაზებას ბოლო ბოლო სუარეზი გაუშვა 1 მილიონად და ეს ვინ ჩემი ფეხებია :დდ

  • Maradona
    schedule 28 აპრ 2021, 11:45

    ბიჭო ცუდი სტატისტიკა არაა მარა , ძაან ჯლაგუნა ტიპია