ცნობილი ჟურნალისტი ხერარდ მორენო საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი “ბარსელონას” ორ წარმომადგენელს, ჟერარ პიკესა და ჟოან ლაპორტას რამდენიმე კვირის წინ შეხვედრა.
წყაროს ცნობით “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე ჩეფერინი ქალაქ ბარსელონაში იმყოფებოდა, სადაც მან პიკესთან ერთად ისადილა. “ბლაუგრანას” მცველი სატელევიზიო უფლებებიდან შემოსული თანხების განაწილებითა და UEFA-ს საქმიანობით დაინტერესდა. მას მიაჩნდა, რომ ამ საქმის უკეთ განხორციელება იყო შესაძლებელი. მორენო ასევე იტყობინება, რომ სადილის ბოლოსკენ პიკესა და ჩეფერინის ჟოან ლაპორტაც შეუერთდა.
მოგვიანებით UEFA-დან მიღებული თანხებით უკმაყოფილო კლუბებმა ევროპის სუპერ ლიგა დააარსეს. “ბარსელონა” ტურნირის ერთ-ერთი დამფუძნებელია და კატალონიელები იმ სამ კლუბს შორის შედიან, რომლებიც სუპერ ლიგაში ჯერ კიდევ რჩებიან. თავად პიკეს პოზიცია ასეთია – სუპერ ლიგა ფეხბურთისთვის ცუდია, მაგრამ ჟოან ლაპორტა ამ გზით “ბარსელონას” გადარჩენას ცდილობს.




მოქმედი ფეხბურთელებიდან თუ ვინმეს ეკუთვნის კაპიტნობა ეს პიკეა.
რა მაგრად ეწვის უეფასს 😅😅 ძალიან კარგიაა ცოტა აზრზე მოვლენ!!! ვორ ვ ზაკონე ჟერარ პიკე
პიკე განაბად გაყვა ლაპორტას?
ასე,!!! გაურჩიე მაგათ ყველას საქმეები!

ჩვენი მომავალი "ნაჩალნიკი".. ტყუილად კი არ გაიარა ბიზნესკურსები ჰარვარდში.. მოვა და იქით ტებასსაც მაგრად შეანჯღრევს – სტადიონიდან ხომ ასძახა ხელების ქნევით:, ნახე რა ხდება მოედანზე და შენ მანდ წყნარად იჯექიო", მაგარი იყო ..
პიკე რა ბლატნოი როჟაა.სხვა რომელი ფეხბურთელი სადილობს უეფას პრეზიდენტთან ერთად??
მოკლედ მაგარი გარჩევები მიდის.