workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ერიკ გარსია ბარსელონას უახლოვდება – ESPN

ერიკ გარსია ბარსელონას უახლოვდება – ESPN

“მანჩესტერ სიტის” ცენტრალური მცველი ერიკ გარსია, დიდი ალბათობით, კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს.

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსა” და გარსია შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელი მცველი ჟოან ლაპორტას პირველი შენაძენი გახდება.

იმავე წყაროს ცნობით, 20 წლის ფეხბურთელს იანვრის შემდეგ, ფაქტობრივად, “ბარსასთან” ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა, თუმცა, ახალმა საბჭომ ტრანსფერის პირობებში, რომლებიც ჟოზეპ მარია ბართომეუმ შეათანხმა, ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ხელახალ მოლაპარაკებებს მატეუ ალემანი და რამონ პლანესი უძღვებოდნენ. ისინი გარსიას ტრანსფერს პრიორიტეტულად მიიჩნევენ და თუ არაფერი შეიცვალა, ერიკი მომავალი სეზონითვის “ბარსას” პირველი შენაძენი იქნება.

ცნობისთვის, ერიკ გარსიას მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში იწურება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი “ბარსელონაში” უფასოდ გადმოვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 27 აპრ 2021, 10:31
    #5

    ეტყობა სიტიც სჯის ამას უფასოდ გაქცევის გამო. ტოტენჰემთან ფინალის წინ პეპს კითხეს რატომ არ იყო ეს ძირითადში, პეპემ განაცხადა რომ გარსია ბარსელონას ფეხბურთელიაო ხუმრობით თუ იაზვად ვინ იცის.

  • rivaldo80
    schedule 27 აპრ 2021, 00:44
    #4

    რაც მე ეს ვნახე არაფრით არ ჯობია არც ლანგლეს არც არაუხოს და არც კი მინგესას არაფრით საერთოდ ნუ მინგესას პოზიცირად ჯობიაა მეტი არაფერი და ესაა იმედი დაცვიის???? სასაცილოაა რაა

  • El pistolero 9
    schedule 26 აპრ 2021, 22:39
    #3

    ძალიან კარგი.უფასოდ მოდის,ახალგაზრდაა, პერსპექტიული და არაფერს გააფუჭებს

  • gubazaa
    schedule 26 აპრ 2021, 20:44
    #2

    დემირალი მინდა მაგრად ბარსაში და თქვენ რა აზრის ხაარ კაი მცველიაა თან ახალგაზრდა

  • becool
    schedule 26 აპრ 2021, 18:28
    #1

    https://silksport.ge/Channels ამ საშინელ საიტზე გადახვევა არც თქვენთან მუშაობს?
    ან https://silktv.ge/?page=home აქ რეგისტრაციას გადიხართ?
    [email protected] თუ ბევრი არ მივწერთ არ გამოსწორებენ კიდე კაიხანი…